ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.4.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.4.)
დასახელება (ორიგ.): ზომხა
ავტორისეული აღწერა: მასალა ჩაწერილია მულახის თემის სოფელ ჟამუშში. 1946 წელს
შინაარსი: სამეკვლეოს, სარიტუალო პურებს ხელად დაჭრიან იმ დროს, როცა ოჯახის წევრები (მეყულფა) ხელ–პირს იბანენ. მერე უკვე დასხდებიან და გამართავენ პურობას, დაპურდებიან. ამას ჰქვია სახლის მეკვლეობა (ქორა მჭშხი). როგორც კი სახლის მეკვლე დაამთავრებს (ლიშიაშალის) ხელის ახსნის რიტუალს და ყველანი წაიხემსებენ დილას, მერე მოვა გარე მეკვლე. გარე მეკვლეს ირჩევს ჯალაბი, მთელი ოჯახი. გარე მეკვლედ ყველა ირჩევს ისეთს, ვინ არის წყნარი, მყუდრო და ქრისტესდანალოცი (ქრიდეელიმზირე!). გარე მეკვლე მანამდე რჩება ამ ოჯახისთვის მეკვლედ, სანამ ამ სახლეულობას რაიმე ფათერაკი, (ან ტრაგიკული ამბავი) არ გადახდება. და მერე კი უკვე წესით უნდა გამოიცვალოს გარეთა მეკვლე. დილის სამეკვლეო/ სარიტუალო კვერები დილასვე უნდა გათავდეს, გაილიოს, იმიტომ რომ სხვისთვის არ შეიძლება, აკრძალულია ამათი ნახვა. როდესაც მოდის გარე მეკვლე, კართან იმას მიაგებებნ ბატკანს და ლალაშს (გობს), ამაში არის სეფისკვერები, მთავარ სარიტუალო პური (ფუსტის წინამძღოლი) ფუსნა მუჟეღი და ხორცი. გარე მეკვლე გამოართმევს ლალაშს (გობს) და წამოიკიდებს, ბატკანს აიყვანს ხელში, გამოვა, სამჯერ შამოუვლის კერიას ირგვლივ და ლაპარაკობს: „დრო–ჟამთა და წელიწადის მცვალებელო ღვთაებავ, კარგი ახალი წელი გაუთენე ამ ოჯახს, ზრდით და მატებით გაახარე, კაცთა, ადამიანთა მშვიდობით გაახარე, სიკვდილ– ნაღველ–დარდის გარეშე ამყოფე!“ – მერე ბატკანს დააყენებს კერიასთან,
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი: ჟამუში
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი: 1946
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ადგომაშიაშეხ ლიდშდოლეზომხალეზომახლიდშდოლელიშიაშიმეკვლემეშიაშიმოჭშხალანაჭშხუნვარირიდეელიმზირეუეხფუსნა მუჟეღუსქორქორა მჭშხიშიმი ლიფუშდეხული

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
იარნესგა (გვ.1.)

ქრისტეს შობასა და ზომხას შორის პერიოდს ჰქვია ÎêრნეÎსგა. ამ კვირაში უქმეა, მუშა...

...
ღერთა ლამპრობია (გვ.2.)

ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მი...

...
კაიშობა

პარასკევ დღეს კაიშობა ჰქვია. ის დღე უქმეა. მეწყერის საწინააღმდეგოდ. ლოცვას აღვ...

...
ტარის ოთხშაბათი

კურთხევის ორშაბათის მერე მესამე დღეს არის ტარის ოთხშაბათი (ტარი ჯიმაშ). იმ ...

...
ხოჩა ვებიშ

ამის მერე პარასკევს, ხოჩა ვებიშს, ლიფკუარია. ამ დღეს თხების მწყემსს კუბდარს დავუ...

...
ლიჯგრი დოშდიშ

ახლა, მეორე დღეს, „ლიჯგრი დოშდიშ“ ჰქვია. იმ დღეს ჩავალთ ჯგèრაგში. სასაფლაოებზე ...

...
ისგლილჩალ (გვ.3.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.8.)

იმ ოჯახში, რომელიც კუბდარებს უცხობს. იქ ხარის გულ–ღვიძლს დასერავენ, დაჭრი...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.3.)

იქვე თვითონ ანთებენ სანთლებს და აკმევენ საკმეველს. ერთი კაცი მლოცველა...

...
მეისარაბი (გვ.1.)

მესარაბი ყოველთვის შაბათ დღეს ხვდება. წინა დღეს, პარასკევ საღამოს დაკ...

...
თეთრი ფხუ

თეთრი ფხუ არის ხორცის აღაბის მერე ორშაბათს, ლოცვა სრულდება დიდი ღმერთი...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.5.)

ახალი მიცვალებულის ოჯახი დაპატიჟებს ხოლმე მეზობლებს და ნათესავებს. მოიყვან...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
ქალების სალოცავი ჯგირან

ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...

...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
მიცვალებულების სულების გამასპინძლება ლიფანალის დღეებში

გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...

...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი

ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...

...
დღესასწაული აღბალაღრალი

სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...

...
დღესასწაული ,,აღბა-ლაღრალი''

ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...

...
ბეჩოს უღელტეხილი (3375მ)

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...

...
დღესასწაული აღბა-ლაღრალ მულახში

აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...

...
მარილის ქვასანაყი

მარილის ქვასანაყი ...

...
მარიამობა (ლიმირიე) მულახში

მარიამობა მულახში...

...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას).

სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...