ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)
დასახელება (ორიგ.): ზომხა
ავტორისეული აღწერა: მასალა ჩაწერილია მულახის თემის სოფელ ჟამუშში. 1946 წელს
შინაარსი: – „ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ კარგი: ადამიანის და საქონლის, სულდგმულის სიმრავლე, წლის უხვი მოსავალი!“. სახლს (ქორს) სამჯერ მარჯვნივ ტრიალით შემოუვლიან ირგვლივ. მერე ხარს დააბამენ და აჭმევენ: თივას დაუდებენ. მეკვლე ქალი ვედროს დადგამს კერიის, ღუმელის უკან. ამ დროს ოჯახის წევრები (მეყულფა) დგებიან ყველანი და ხელ–პირს დაიბანენ ყველანი ამ წყლით. ამას ეძახიან რძეს. გობს (ლალაშს) დადგამენ ღუმელზე, ფიქალზე. ამ დროს ოჯახის წევრები (მეყულფა) ჩამოჯდებიან კერიასთან. სახლის მეკვლე ხელის ამხსნელი (მიშიაშალი) ადგება, აიღებს მთავარ სარიტუალო პურს (ფუსნა მუჟეღუს) : ამაზე უდევს სეფისკვერი, ტკბილეული, ხორცის ნაჭრები... გამოყვება მთელ კერიას ირგვლივ და სათითაოდ ყველას გაუხნის ხელს (ყველას ჩაუტარებს ხელის ახსნის რიტუალს) (აშიაში), ვინც კი არის აქ. ლიშიაშის (ხელის ახსნის) დროს სახლის მეკვლე–ხელის ამხსნელს ხელი აქვს მოკიდებული მთავარ სარიტუალო პურზე (ფუსნა მუჟეღუზე): ვისაც უტარებენ ხელის ახსნის რიტუალს, იმასაც ხელი უკიდია მთავარ სარიტუალო პურზე (ფუსტის წინამძღოლზე), ფუსნა მუჟეღუზე: ატრიალებენ ამას მარჯვენა მიმართულებით და ხელის ამხსნელი (მეშიაში) ლოცავს ასე: „წელიწადის მცავალებელი ღვთაება კარგ წელიწადს გაგითენებს, დაგიყენებს,შეგინაცვლებს! ზრდით და მატებით გაგახარებს, დედას და მამას კარგად გიმყოფებს! გირგოლ ბაცი, ძუღუა კანდაშ უმტკივნელო წელიწადს გაგითენებს, შეგინაცვლებს! როგორც ეს მე ალალად მოგცე, ასევე ალალ წელიწადსამც შესდგომოდე, ასეთივე ალალი წელი გქონოდეს!“ ამ დროს (ლეშიაში) ვისაც ხელი აუხსნეს, იმან უნდა აკოცოს სეფისკვერს. (მეშიაში) ხელის ამხსნელი კი მისცემს სეფისკვერს, ხორცის ნაჭერს და სამეკვლეო პურების ნაწილს.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი: ჟამუში
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი: 1946
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ადგომაშიაშეხ ლიდშდოლეზომხალეზომახლიდშდოლელიშიაშიმეკვლემეშიაშიმოჭშხალანაჭშხუნვარირიდეელიმზირეუეხფუსნა მუჟეღუსქორქორა მჭშხიშიმი ლიფუშდეხული

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
სინნოხსნაბ (გვ.2)

სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...

...
ლიმერიე, ლინშდექურე (გვ.1)

ლიმერიე 15 აგვისტო. ახალი კარგი მოსავლისთვის სახლში გამომცხვარი პურების შეწირვის...

...
ლიâდçში// ლიქçრეში (გვ.1.)

მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...

...
სინნოხსნაბ (გვ.1)

სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...

...
ლილაშუნე

იმ დღეს ცარიელა სეფისკვერებს (კუახ ლემზირებს) ვაცხობთ სახნავ–სათესი იარა...

...
ტარიჯმაშის დღესასწაული (გვ.2)

მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...

...
მელღლი კურთხენი

მელღçê ლიკულთხêნი 10/02 მეორე დღეს, სამშაბათს, ჰქვია მელღçê ლიკულთხანი. ამ დღეს...

...
ლამპრობა (ლაჰილი. გ.3)

ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფლის აღმოსავლეთ მხარეს (იენაშს და ლ...

...
გულის სამშაბათი

ახლა, სამშაბათ დღეს, არის „გულის სამშაბათი“. სალოცავად „გულ“-ში მიდიან ის კაცები...

...
ხატისცხოვლობა

ლითოდრიელის მერე ორშაბათ დღეს არის ხატიცხოველი ანუ ხატი ცოცხალი. იმ დღეს...

...
შიხარ ცააშ (გვ.2)

იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)


...
ხის ჯამი

ხის ჯამი ...

...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი

საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...

...
გარდაცვლილის გამოსახულება (ნიშანი) სულის მოსახსენებელ სუფრასთან

გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...

...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავებზე ლამპრობა დღეს

სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...

...
ქალების სალოცავი ჯგერან

ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...

...
მესტიის ხიდი

ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...

...
ყველის საწური კალათა

ყველის საწური კალათა ...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
მულახი

ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
საავადმყოფოდან გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალი

ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...

...
სამეურნეო იარაღები

სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...