ისგლილჩალ (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ისგლილჩალ (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ისგლილჩალ
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს ცერცვს მოხარშავენ და იმ ღამეს ცერცვიან პურებს აცხობენ. თითო სეფისკვერს აცხობენ სულდგმულთა სახლზე. გამოცხობის მერე შეალოცავენ საქონლის სახელზე და ისგლინჩაალის წმინდა გიორგის ევედრებიან მუნისა და ფსორიაზის (ხვარს–მახერას) აშორებას; (ხვარს –საქონლის დავადებაა!). ევედრებიან ასე: „ისგლინჩაალის წმინდაო გიორგი, გვიმრავლე საქონელი, არაფერი გამოგვაკლო ამ წლის განმავლობაში, ცუდი დაავადებები (ხვარსი და მახეერა) არ მოგვაკარო“. ამის მერე თითო სეფისკვერს ოჯახის წევრები ყველანი ხელში დაიჭერენ: მამაკაცები ხარების წინ ხარების სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან, ქალები ძროხების წინ ძროხების სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან, ბავშვები ცხვრების წინ სასაჭმელეებთან ჩამოსხდებიან. ეს სეფისკვერები ყველამ უნდა შეჭამოს ბოლომდე ხმის ამოუღებლად. წესები მკაცრ დაცვას საჭირეობენ, იმიტომ რომ თუკი მამაკაცები დათქმულზე ადრე ამოიღებენ ხმას, მაშინ ხარების კლება იცის, ხარებით ზარალი გარდაუვალია; თუკი ქალები დაარღვევენ დათქმას და ხმას დროზე ადრე ამოიღებენ, მაშინ ძროხების კლება და მარცხი იცის. ხოლო ბავშვები თუკი ამოიღებენ ხმას, მაშინ ცხვრების კლება იცის. იმ ღამეს სტუმრის მოსვლა არ შეიძლება. გარე კაცის შემოსვლა ოჯახში არ არის სასურველი. კი არადა, ოჯახის წევრისთვისაც კი, რომელიც ახალი წლის ღამეს არ იყო შინ, ამ დროს მისთვისაც კი არ შეიძლება სახლში, აქ, ამ რიტუალში მონაწილეობა. ისგლინჩაალის დღეს მიცემა არაფრისა არ შეიძლება და საციქველის მიცემაც არ შეიძლება (მად შიდ!).
დამატებითი ინფორმაცია: "ისგლილჩალ, გუიზ, სეფისკვერი, დიდმარხვა, ნნიარ (მეზუ მანგარ ლადიარალ ხვარხან"
თემი: იფარი
სოფელი: ნაკიფარი
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი: 1930
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 15სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: გუიზდიდმარხვაისგლილჩალნნიარ (მეზუ მანგარ ლადიარალ ხვარხან

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი)


...
აღდგომა (თანაფ) (გვ.10.)

შეალოცავენ და სწირავენ ისინიც გულბანების მსგავსად სამყაროს შემოქმედს (ფუს...

...
ლიბლაურე//ლიჩდუში

ლიბლაურე//ლიჩდუში „ლიბლაურე“ ყოველთვის ხვდება მაშინ როცა ხვნა გვაქვს დამთავრებ...

...
ჴეობ (გვ.1)

ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...

...
ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.3.)

მამაკაცებს და ბაშვებს და ამათ უკვე საგანგებო სადილს გავუმზადებთ ხოლმე. ...

...
ლითოდრი (გვ.1.)

მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...

...
ლამპრობა (გვ.2.)

გულს და სეფისკვერებს საყდარში, ეკლესიაში შესაწირად წაიღებს ის, ვინც ოჯახში ...

...
უფლიში

მერე, კვირა დღეს არის „უფლიშ“. ამ დღეს მოლასკრენი ხარებს და ვერძებს კლავენ ლასკა...

...
ხრაბ, ლიგერგი (გვ.4)

კრაბ არის ლიგერგის წინადღე. სრულდება შესაწირავები დიდი ღმერთისთვის. მეორე დღეს ...

...
ზომხა. ახალი წელი სვანეთში (გვ.1.)

ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ხარი, ერთი ...

...
ყველიერის დღესასწაული ზემო სვანეთში (გვ.3.)

იმ ღამეს ჯამჭურჭლეულს ყველაფერს გამოხარშავენ და გახეხავენ ქატოთი (გატშუ)....

...
შავი ფხუ (გვ.1.)

ყველიერის (თაშის აღაბის) მეორე დღეს, ორშაბათ დღეს არის შავი ფხუ. ი...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი)


...
ქალქვა

ქალქვა (გადმოცემით დედა-შვილი) — შვილიერებისა და მეძუძური დედების მფარველი წმინ...

...
ოქტომბრის დღესასწაული იფარში

ოქტომბრის დღესასწაული იფარის თემში. სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს ლექსს, 1930წ. ...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...

...
დიდების რიტუალი გარდაცვლილ სულთა გაცილების დღეს ლიფანალის დასრუებისას

ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....

...
წვირმის ეკლესია

ეკლესია "ფეხ" სოფ. წვირმში, იფარის საზოგადოება ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ დღეს გაკეთებული საკურთხი მოხარშული ხორცით

გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...

...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას).

სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...

...
მარანი

მარანი...

...
მესტიის თემი. სოფელი ლაღამი

ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...

...
მიცვალებულების სულების გამასპინძლება ლიფანალის დღეებში

გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...

...
ახალგარდაცვლილის საფლავზე გასვლა

ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...

...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში

სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...