| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ყორლიკრალი-კარის გაღება (გვ.3.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ყორლიკრალ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მამაკაცებს და ბაშვებს და ამათ უკვე საგანგებო სადილს გავუმზადებთ ხოლმე. კარის გაღების (ყორლიკრალის) წინა ღამეს ღვებრაში სჩვევიათ ლოცვა. ეს ლოცვა სრულდება მეწველისთვის. ბავშვები, ბიჭები მოგროვდებიან ჯგერანში. სახლიდან მიაქვთ ხაჭაპურები და იქ დაანთებენ დიდ ცეცხლს და ხაჭაპურებს შეალოცავენ ჯგერანს მეწველის სიმრავლეს: „ჯგერან ფუსდ, ჯგერანის უფალო, ამრავლე საქონელი, თხა, ცხვარი, ხარი და ძროხა და მესაქონლეობის მიმდევარი ადამიანი“. და ერთხმად ამბობენ ყველანი: „ამინ, ამინ, ამინ!“ მერე იქვე ჩამოსხდებიან, დაპურდებიან და ხუმრობენ და მხიარულობენ. ცეცხლიდან იღებენ ალმოკიდებულ შეშებს და ურტყამენ ერთმანეთს. მაშხალები ნაპერწკლებს აფრქვევენ ირგვლივ. წყენას და მოწყენას ახლოს არ გაიკარებენ, კარგად მოილხენენ და გვიანობას დაიშლებიან ხოლმე. ეს არის შაბათ საღამოს. მეორე დღეს კვირა დღეს არის ყორლიკრალი. იმ დღეს არ შეიძლება არც დაძახება და არც საციქველი (საციქვ). საღამოს მოიტანენ მჟავე წყალს. მოზილავენ ხორბალს, გვიზს. მოზილავენ მჟავე წყლით. (ვისაც შუშხვამის ღამეს დაცხობილი ახალი წლის სარიტუალო პური – ლესკარი არ აქვს ნაჭამი, იმას არა აქვსუფლება ყორლიკრალის ღამის სარიტუალო კვერების ნახვისა). აცხობენ ხაჭაპურებს ან ლუკნეებს (ფეტვ ან კანაფგარეულ ყველიან პურებს). ამის გარდა აცხობენ სეფისკვერებს, რომელსაც ქალები დაალოცავენ (ჩუბავ ლიმზირ) კერასთან. მერე | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გვიზკარის გაღებალამარიალესკარილუკნეებმეზირი ლიფაანესტაფ ლემზირსღვენზილყორლიკრალჯგერან„ჯგერან ფუსდ | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
მეორე დღეს ბაია ჰქვია. იმ დღეს, საღამოს, ეკლის მოჭრა გვჩვევია და მათი ფანჯრებზე ...
# 16 შინ თავთავიანთ სახლებში წავლენ. ლითოდრი დღეს „ცხენებს დააცხობენ“ ხ...
ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...
ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველთვის არის იანვრის ხუთში. იმ დღეს ა...
ახალი წლის დილას რიჟრაჟზე, გამთენიისას დგებიან მეკვლეები. ამ დროს სახლ...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე, ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფან...
„უბნა კçეცნა ლიკედ“ როცა ხორბლის მარაგს პირველად ვიწყებთ, მაშინ დიასახლისი გავა ...
იმ დღეს ცარიელა სეფისკვერებს (კუახ ლემზირებს) ვაცხობთ სახნავ–სათესი იარა...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
ქრისტეშობა დღეს გამთენიისას (გათენებამდე) ქალები აცხობენ კვანჭილებს, და ხაჭაპ...
ამ დღეს ზოგი მარხულობს ავადმყოფობაზე. საღამოს აღუვლენენ ხორბლის პურის ლემზირს ხა...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...