| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | შუშხვამ | |
| ავტორისეული აღწერა: | ჩაწერილია 1946 წელს | |
| შინაარსი: | ეს გვჩვევია ახალი წლის წინა დღეს. შუშხვამი უქმე არ არის. ისე თუ არ დაემთხვა რომელიმე უქმე დღეს. შუშხვამ დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობთ. საღამო ჟამს ერთი რომელიმე მამაკაცი ან ბიჭი წავა ტყეში და მოჭრის ხულს (ულს). ხული არის არყის ხის მოჭრილი ტოტი, არც თუ ისე მსხვილი (მოწვრილო). ხულის მოჭრის დროს, თუკი პირველ ნაფოტი, მონაჭრევით აღმა დაეცემა მიწაზე, ამან მშვიდობიანობა იცისო მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ ამ ნაფოტს აიღებენ და შინ წამოიღებენ. ამ საღამოსთვის მოსახლეს, ოჯახს მოსაზელი ცომი უკვე გამზადებული (მოზელილი) აქვს. ასევე საღამო ჟამს ოჯახში, სახლში უკვე აცხობენ ბევრ სეფისკვერებს და სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარს), ამას ვეძახით ვეებერთელა (კარგა მოდიდო) სამ ხაჭაპურს. ერთი არის მთავარი სარიტუალო პური – ფუსნის წინამძღოლი (ფუსნ მჟეღ). ამათ მოაყრიან ყველს. ფუსნ მუჟეღს / ფუსნის წინამძღოლს მიუყენებენ სამ კაჩ ლემზირს, სეფისკვერს და შუაში გამოიყვანენ ჯვრის ფორმას პატარ–პატარა (ნაპწკენი) ცომებისგან. ამას მიაყოლებენ ასევე ორ ამოდენა ხაჭაპურს – პურს. და ამის გარდა აცხობენ იმდენ სეფისკვერს, რამდენი წევრიც (ადამიანიც) იქნება ოჯახში. და ამის გარდა დაკლავენ გოჭს და ამასაც მოხარშავენ; სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარს), გოჭის ხორცს და თავს და სეფისკვერებს– ამას ყველაფერს მეორე | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1946 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | არყის ხელემზირმუჟეღნაჭშხუნვარფუსნშუშხვამი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
ბადექონს მიიტანენ ერთ რომელიმე ოჯახში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ოჯახ...
აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...
სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...
აღდგომის შაბათ ღამისთვის საფქვავში (ლაშირაქა) ხორბლის მარცვალს დაფქვავენ. ...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
20/7 იელიობ 2/8 ლატალის ზედა სოფლელების (ჟიქìნქას) ახანახას მერე ორ კვირაში ა...
ცუდი ოთხსაბათი არის ასეთივე, როგორც ცუდი პარასკევი. იმ დღეს არ შეიძლება ს...
ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების ...
ადგომის (მიცვალებულთა სულების კვირეულის დაწყების) მეორე დღეს არის ნათლი...
კარგი პარასკევი კარგი პარასკევი ხვდება ხვალმის მეორე დღეს. ამ დღეს შეიძლე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
მარანი...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...