| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | შუშხვამი-ბედობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | შუშხვამ | |
| ავტორისეული აღწერა: | ჩაწერილია 1930 წელს | |
| შინაარსი: | შუშხვამის დღეს უქმე არ არის. საღამოს ყველა მოსახლიდან ერთი კაცი წავა ტყეში და მოჭრის არყის ხეს. მოჭრისას თუკი ნაფოტს თეთრი მხარე ექნება ზემოთ, იმან კარგი მშვიდობიანი წელიწადი იცის. თუკი შავი (ანუ ქერქის) მხარე ექნება ზემოთ, ის ყველას ცუდის ნიშნად მიაჩნია. იმ ღამეს პირველად ვივაშმებთ (ვახშამს შევჭამთ). მერე ხელახლა ვიწყებთ ცხობას და სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარს) დავაცხობთ ხოლმე. ამის ცხობისას ბავშვები ხარების ლადიარებში (სასაკვებეებში) ეძებენ კაკლებს, მარცვლებს. თუკი ხორბლის მარცვლებს იპოვნიან ბევრს, იმან იცის ხორბლის უხვი, დიდი მოსავალი. რისი კაკლებიც, რისი მარცვლებიც იქნება ბევრი, ითვლება, რომ შესაბამისად მოსავალიც იმისი იქნება უხვი და ბარაქიანი. მერე ვაცხობთ ბევრ სეფისკვერებს, ხაჭაპურებს, ასევე დიდ პურებს, ერთი ფუსტის წინამძღოლია (ფუსნ მუჟეღ). მთავარ სარიტუალო პურს (ფუსნ მუჟეღს) უკეთებენ შუაში კუწუბოებს (ჟი ხაპაანწკუეხ) და ჯვარს გაუკეთებენ ზემოდან, სამ ადგილას რქასავით წანაზარდს (კუწუბოს) უკეთებენ. მეორეს აცხობენ, იმას რქასავით წანაზარდს (კუწუბოს) არ უკეთებენ, სამ ადგილას თითების ანაზომს გაუკეთებენ პურზე, ამას ეძახიან ლამრი ლემზირს / ლამარიას, ღვთისმშობლის სეფისკვერს. ახლა სეფისკვერებს და სამეკვლეოებს (ნაჭშხუნვარს) ყველაფერს ჩაუწყობენ გობში სათესურში ( ლალშთე ). ახლა უნდა აირჩიონ მეკვლე (მეჭშხი): გარე მეკვლე ვინ სჯობს, ვინ არა! ვინც გიქმნის კარგ გარემოს (ჯასხენი) იმას აქვს კარგი ფეხი (კარგი ნამეკვლევარი) და ის მინდა. იმას იმ საღამოს შუშხვამის ღამეს შეატყობინებენ, რომ „შენ ჩემი მეკვლე ხარ“. მერე სახლის მეკვლედ აირჩევენ ერთ ქალს და ერთ მამაკაცს. თუკი ამ ერთი წლის მანძილზე ვინმე მოკვდება, მაშინ მომავალ წელს მეკვლე უნდა გამოიცვალოს! საჭიროა სხვა მეკვლე. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | არყაბედობამეკვლემჭშხინაჭშხუნვარსშუშხვამიხაჭაპურიხულიშ | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
07 შუიდ მაისი 20/05 ამ დღეს ხორბლის ყანებში ვიცით ლიდბêში. ნადბêშუნს დააცხობენ...
ამ დღეს წესად გვქონდა ლოცვა–ვედრება და პირჯვრისწერა საყდარში. ამდღეს ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
29/06 პარპოლდêშ 12/07 პარპოლდაშ ყოველთვის 28-29 ხვდება. იმ დღეს ჩვენ, იფხელებს,...
22/02 „ლილìშუნე“ 07/03 ხატიცხოვლობიდან პირველი შაბათი დღე არის ლილაშუნე (თე...
ლამპრობა (ნამპრობ) ამ ღამეს გვჩვეოდა სეფისკვერების დაცხობა: კაცის სულადობ...
კრაბ არის ლიგერგის წინადღე. სრულდება შესაწირავები დიდი ღმერთისთვის. მეორე დღეს ...
მიცვალებულის დატირება. კარგი მოგონებების გახსენება, კარგი ფეხის დატოვება ...
მერე სამშაბათს, მაცხუარ თახაშია. ოჯახიდან თითო კაცი მივდივართ და იქ საკლავს დავკ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
აიღებს კალათას (ცხიკს) და ქვიშობანას შესასრულებლად (ლაქშორალთე ლიზი) წავა....
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...