| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიქვრეში (გვ.3.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიქვრეში | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ჩვენი ვედრება თუკი შენთვის საკადრებელი იყოს და შენ გენებოს ჩვენზედ წყალობის მოღება, არ შემოგვწყრე, მადლიმც გქონდეს. შენი ძალით, წყალობით გაგვახარე ახლობელიც და შორეულიც, ყველაზე ბედნიერად და ყველაზე სვეიანად შენზე ლოცვა–ვედრება ვისაც კი გამოსვლოდეს და გამართლებოდეს, ისე მეორედ ჩვენ გაგვიმარჯვე და მადლიმც გქონდეს სამარადჟამოდ. მხოლოდ წინ წასწიე („მარჯვნივ ატრიალე“) ეს ოჯახი, ეს სოფელი და მისი ადამიანები, მისი მცხოვრებნი. ბევრი წმიდა დიდებამც ამოგსვლია, გქონია! მხოლოდდამხოლოდ წინ წასწიე (მარჯვნივ ატრიალე) ჩვენი სოფელი და მუდამ შეგვიქმენი შენზე ლოცვა–ვედრების განწყობა და სულისკვეთება. თუკი ეს ვედრება იყოს შენი საკადრისი და თუკი შენ გენებოს ჩვენი შეწევნა, თუ არადა, არ შემოგვწყრე მაინც! შენი ძალით და წყალობით არასდროს გამოგვილიო შენთვის შესაწირავი და დიდებამც გქონდეს! ლოცვისას იწერენ პირ–ჯვარს და იხდიან ქუდებს. ლოცვის დამთავრების მერე სანთლებს აქრობენ ხელით და იხურავენ ქუდებს. მერე დაკლავენ საკლავებს. გულ–ღვიძლს გამოუღებენ და წმიდად, სუფთად შეწვავენ ორთითა შამფურზე (ბროხ). ამ დროს მასპინძელ ოჯახში დიდ სამზადისია, აცხობენ სეფისკვერებს. როცა სეფისკვერები დაცხობილია, მაშინ საგანგებოდ შემწვარ ღვიძლს, გულს და სეფისკვერებს კიდევ შეალოცავენ. მერე უკვე დასხდებიან. როცა უკვე ყველაფერი გამზადებულია, საჭმელი და სასმელი გამზადებულია, მაშინ უკვე ყველანი მოგროვდებიან და დასხდებიან სატრაპეზოდ. გარე და შორი ადგილებიდან დაპატიჟებულები თუკი მოსულები არიან, მაშინ სახლში მთელ წრეზე დადაგამენ | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | გულღვიძლივაციზედაშეიტბაგალხკუბდარილიქვრეშილოცვამელქორეშჟირინსანთელისაყეანოსაყიანოსეფისკვერისოლმა კათხტახიფუსდხაჭაპური | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს ი...
ლალაშს (გობს) ჩამოიღებს და დადგამს ფიქალზე (ღუმელზე). მერე უკვე მეორე...
ზარების ხმას რომ გაიგონებენ, მაშინ ბავშვები, ქალები და მამაკაცები – ყვ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
თავთავიანთ სახლებში. სუფრის თავზე მდგომები (მეგნალ) მერიქიფე–მოსამსახურენი კი ...
ახალი წლიდან, (ზომხანღო) მეხუთე დღეს არის „ხვდება“ ადგომი. წყალკურთხევი...
ისგლინჩაალის მერე პირველ კვირადღეს აია (ა) ჰქვია. იმ დღისთვის ხორბლის ფქ...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
„ადამიანის მშვიდობა და სიმრავლე, სულდგმულის, საქონლის სიმრავლე: სახარე არი...
ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბებიან ...
უკან ხარს ვინც მისდევს წკეპლით და ძახილით, ვედროთი წყალი მიაქვს ამას. ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
ფოტოზე ხის ძველი წისქვილია აღბეჭდილი...
შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...