| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ნათლისღებაგანცხდაბ (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | განცხდაბ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მერე გამოვიდოდდა წყლის ნაპირთან. აქ სავსე კარდალაში ან ღობში მღვდელი აკურთხებდა წყალს და ჩააგდებდა შიგ ჯვარს. აქ ბევრი ხალხი იკრიბებოდა, იყრიდა ხოლმე თავს და ერთ რომელიმე მათგანს უნდა ამოეღო ჯვარი წყლიდან. ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდიდა, ის იღებდა ხოლმე ჯვარს წყლიდან. იხდიდნენ ერთ, ორ, სამ, ოთხ ან ხუთ მანეთს. მერე უკვე ამ ნაკურთხ, მონალულ, წყალს (ლპრისდე ლიცს) ისხამდა ყველა სხვადასხვა ჭურჭელში, ერთმანეთის დასწრებით, ზოგჯერ ტაციობითაც და წართმევითაც კი. ნაკურთხ (მონათლულ) წყალს ჰქვია აიაზმა. ამ აიაზმას წაიღებდნენ ხოლმე შინ და აპკურებდნენ მთელ სახლში, და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სახლი გაეწმინდათ ყველაფრისგან: ცუდი სულებისგან, ქაჯისა და ეშმაკისაგან. მაგრამ თუკი აიაზმის გაფუჭებისა ეშინოდათ, მაშინ მოვიდოდნენ (ადგებოდნენ) და მოზილავდნენ ნაცრის პურებს (ტტა დიარს) , და მერე თუ სჭირდებოდათ ნაკურთხი წყალი, მაშინ ამას ჩააფშვნიდნენ ნაკურთხ წყალში და მრავალგზის დაასხამდნენ სახლში, და ეს უკვე იყო ნიშანი იმისა, რომ სახლში ყველაფერი იყო განწმენდილი. სახლში თუკი ქალი ახალი ნამშობიარები იყო, მაშინაც აიაზმას აპკურებდნენ მრავალგზის აპკურებდნენ ქალის მოლოგინების შემდგომ რომ სახლი დაწმენდილიყო. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ადგომაიაზმგაცხდაბდიარლიცსლიჰლომალიჟიმეისარაბინათლისღება | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...
აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...
სçიმნი ნამპრობ ყოველთვის გვჩვევია ძველით პირველ თებერვალს. საღამოს, ან კარგად ...
პარასკევ დღეს კაიშობა ჰქვია. ის დღე უქმეა. მეწყერის საწინააღმდეგოდ. ლოცვას აღვ...
ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი...
აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრა...
შეალოცავენ და სწირავენ ისინიც გულბანების მსგავსად სამყაროს შემოქმედს (ფუს...
ლიხვდიშის დღისთვის ქალები თარგლეზერის ქვაბში ხდიან არაყს. აცხობენ ყველიანებს და...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კა...
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერ...
მარიამობის მერე, 8 სექტემბერს ლამარიას შობაა. იმ დღეს ხაჭაპურებს დავაცხობთ და აღ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...