| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიჰლომალი (გვ.3) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიჰლომალი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | სრულდება ტაბლაობა (ჩუ იტბგალხ ) და ამის შემდგომ უკვე იწყებენ მხიარულებას და თავის შექცევას. ლიჰლომალის – სულების გაბრძანების დღეს კეერის ოთხივე ფეხთან ვდებთ საკურთხს, იმიტომ რომ ბავშვების სულები თურმე სულ იმას დასტრიალებენ. ლიჰლომალის – სულების გაბრძანების დღეს დილას როგორც კი იხემსებენ და დაპურდებიან, მაშინათვე მომლხენ–მომასხრეთა (მეჯღევაა) წილსაც გადადებენ. ამის შემდგომ უკვე მოდიან გამრთობ–მომლხენ–მომასხრენი (მეჯღევაა!): ესენი არიან მომცრო ასაკის ბავშვები; ერთი მათგანი, ერთი ბავშვი დაითვლის, ჩამოაყალიბებს სათქმელს ამგვარად: „ოი, ქრისტე უფალო, (ქრისდე ფუსდ) მადლიანო, როგორც შვიდი კვირის ჩვილის სული შეივედრე, ისევე შეივედრე და შეიწყალე ამ ოჯახის მიცვალებულთა სულები, ამ ოჯახიდან წასულთა სულეთი“. ამგვარად იტყვიან სამჯერ, რაზეც დანარჩენი ბავშვები პასუხობენ: –ამინს! სამჯერ ასე გამოყვებიან ბავშვები მთელ სოფელს, კომლიდან კომლამდე, მოსახლიდან მოსახლემდე. ოჯახები ბავშვებს აძლევენ ნაფაანუნს (ყველაფერს, რაც ლიფაანეს ტაბლებზე ეწყო): ხორცს, პურს, ხილს და სხვასაც ყოველივეს. ბავშვები ამას ყველაფერს მოაგროვებენ ერთ გობში (ლალაშილში) და მერე საგანგებოდ აირჩევენ ერთ სახლს. ამ სახლში ბავშვები ყველანი დაჯდებიან, და რაც კი რამ ხელთ აქვთ მოგროვებული, იმას ყველაფერს დაარიგებენ ხოლმე: ხორცს (ჩუაზრულეხ) დაანაწილებენ, პურს და ხილს დაურიგებენ ყველას... ყველანი რომ დაპურდებიან მერე მიდიან უკვე ნახშირის და მურის წასასმელად. ცხიმიან ხელებს საგანგებოდ უსვამენ კვარით გასანათებლებს, კერიას, შგილს და მურს უსვამენ ყველას ვისაც | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | თაშმიჯაბილალაშილშილიფაანელიჰლომალინაგაუჟინოხდრისსამარხიქვიჩიდოლიშქრისტე ფუსდჩუ იტბგალხჩუაზრულეხცხუნილი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
14/11 „ლიუჭმìლ“ 27/11 „ლიუჭმìლ (მარხვა) მეხუთე დღეს, გიორგობის მერე ხვდება. იმ დ...
29/06 პარპოლდêშ 12/07 პარპოლდაშ ყოველთვის 28-29 ხვდება. იმ დღეს ჩვენ, იფხელებს,...
იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით...
ლალხორი ეწოდება ოქტომბრის პირველ კვირას. ამ დღეს ყველა ღმერთს ეწირებოდა ლემზირებ...
მუხობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...
გიმუნდი ჰქვია არყის ხის კარგად დაფოთლილ ტოტს, რომელსაც რგოლის, დისკოს ფო...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...
მიცვალებულის სახლეზე რასაც გაამზადებენ საკურთხს (საჭმელსაც და სამოსსაც), ი...
16/01 ნალტახურა ლíთ 29/01 ნალტახურა ლეთ ხუთშაბათსაა. ამ დღეს როგორც ლიფანალისა...
თავთავიანთ სახლებში. სუფრის თავზე მდგომები (მეგნალ) მერიქიფე–მოსამსახურენი კი ...
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...
მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...