| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიჰლომალი (გვ.1) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიჰლომალი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ლიჰლომალი ყოველთვის ორშაბათ დღეს ხვდება. ორშაბათ დილას ძალიან ადრე ვდგებით, იმ დროს როცა პირველად იყივლებენ მამლები. მცხობელი ცხობის საქმებს დასტრიალებს: აცხობს სამარხო (კუახ) პურებს და ოხდრის პურებს უკეტებს ნასვრეტებს, ხორცს ხარშავენ და ფაფას ვაკეთებთ პატარა ჭურჭლით ძუძუმწოვარა ბავშვების სულების სახელზე სკურთხებლად. მერე ტაბლებს ვდაგამთ ყველგან: საცხობთან (საფუარმუყ), საკარცხულთან და ხულთან. ტაბლებზე ვდებთ ყველაფერს იმას, რაც გვინდა რომ ვუკურთხოთ მიცვალებულებს. საკარცხულის წინ დგას გასაბრძანებელი ტაბლა, ეს არის ფიჩქი, სამფეხა პატარა მაგიდა. ამ ფიჩქზე დევს პური, ხორცი, ხილი, დგას არაყი, ელარჯწასმული თხელი ლავაშები (ცხუნილები), ხილები, თაშმიჯაბი (მოხარშული ყველი) და სხვა კერძები. ამ სამფეხა მაგიდის ფიჩქის გარდა მთელ წრეზე გამზადებულლია საკურთხის სუფრები, ამ ტაბლებზე პურებზე ყველგან ჩარჭობილია ანთებული სანთლები. ყველაფერ ამას უკურთხებენ მიცვალებულების სულებს. ლიფაანეს დროს აუცილებლად ააყენებნ ბავშვებსაც და ცოტ–ცოტა ნახშირებს გადაუსვამენ ხოლმე შუბლზე. ლიფაანეს რიტუალი რომ დასასრულისკენ მიდის დილის რიჟრაჟზე, გათენებამდე, მაშინ აიღებენ ფიჩქს, კერიის ირგვლივ სრულად შემოუვლიან ყველა ტაბლას; იღებენ ტაბლებიდან პურებს, ხილებს, არაყს შესანდობად და წასაქცევად, ხულის ტაბლიდან აიღებენ ცოტა ფაფას. ამასაც დადებენ სულების გასაბრძანებელ ტაბლაზე და ასე მარჯვენა მხარის მიმართულებით მთელ ტაბლებს შემოავლებენ კერიის ირგვლივ. და კიდევ ერთხელ დადგამენ სულების გასაბრძანებელ ტაბლას საკარცხულთან, მერე ამაზე ბევრ სანთლებს, | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | თაშმიჯაბილალაშილშილიფაანელიჰლომალიმეჯღევამფანენაგაუჟინოხდრისსამარხისაფუარმუყფიჩქქვიჩიდოლოშიქრისდე ფუსდჩუ იტბგალხჩუაზრულეხცხუნილი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ლიქვრეში ყოველთვის ხვდება შაბათს. მეისარაბის დღეობიდან ლიქვრეშიმდე ერთი კვი...
მუჰობ- ანღლაბის შემდგომ პირველი კვირა. აღწერილია ამ დღეს შესასრულებელი წეს-ჩვეუ...
აღდგომის შაბათ დღეს მღვდელი და დიაკონი ოჯახიდან ოჯახში დადიან აღდგომის კვი...
მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე ერთი საათი რომ იქნება დარჩენილი ავდგებით, ფანჯ...
კარგ ოთხშაბათს შეიძლება გახსნილება. აეს დღე არ არის უქმე. ...
მეკვლე ჩამოჯდება სკამზე. აიღებს ფუსნ მუჟეღს მთავარ სარიტუალო პურს, და ...
სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...
ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მი...
აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
17/05 სენიმოხსნაბ 30/05 მერე „სინმოხსნაბ - სულთმოფენობა ყოველთვის ხვდება შაბათს....
ლალხორის შაბათ დღეს სულები მიდიან ლახორში (საკრებულოში) და იქ მსჯელობე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
სამეურნეო იარაღები მარცვლეული კულტურების მოსავლის ასაღებად. კევრი და უღელი, ღვლე...
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
ფოტოზე აღბეჭდილია რაჟდენ ქალდანის კოშკიანი საცხოვრებელი სახლი, მულახის თემის სოფ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...