| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ბარბარობა (გვ.2.). ლატალის თემი | |
| დასახელება (ორიგ.): | ბარბლêშ | |
| ავტორისეული აღწერა: | 4.12/5.12/6/12 ბარბლêშ 17.12/18. 12/ 19.12 | |
| შინაარსი: | დღესასწაულთა თავი ბარბლაშია. ბარბალობა დღეს სხვის კარზე დაძახება არ შეიძლება - კარზე უნდა დააკაკუნო. ღამე გუიზად გვჩვევია ხორბლის პური (თუ იმ წელს იეშხუამს არ იქნები სახლში, ამ ღამინდელ გუიზს ვერ დაესწრები; უნდა გადახვიდე უკაცრიელ სახლში) მენენს, ბარბალობა ღამეს, ორ ლემზირს და ხაჭაპურს უცხობენ. მათ აიტანს დარბაზზე და აღუვლენს ბარბოლს: შესთხოვს: -„ბარბოლ ბარაქა მიეცი ჩვენს თივას, ამრავლე საქონელი ამ ოჯახში; იქვე, ლოცვის მერე, ისაუზმებს. სანთელი აქვს ხელში, კვარი - არა. კვარი არ აგვაქვს დარბაზზე; იმიტომ არ აგვაქვს კვარი დარბაზზე, რომ საშიშია მისი ნაპერწკალი. (ს. იფხი ამ დღეს ლემზირებს დარბაზზე არ ავიტანთ) ახლა, ჩამოვა დარბაზიდან და ბარბოლს სახლში აღუვლენს ლემზირებს; -„თუ ვინმეს ბედნიერად გამარჯვებია დღევანდელი გუიზობის ლოცვა, მეორედ ჩვენს ოჯახს გაუმარჯვე“ მერე, მთელი ოჯახი ისაუზმებს. რაც დარჩება გუიზის პურიდან, ძაღლს შევაჭმევთ, ღორებს - არა! თუ კიდევ გადაგვრჩა, მეორე დღისთვის შევინახავთ და შევჭამთ. იმ კვირაში, სამი დღე, ხარების შრომა გვეკრძალება. ოჯახის დაძახება მხოლოდ ერთ დღეს არ შეიძლება - გუიზის დღეს. ბარბლაშის პირველ დღეს პურის მცხობელი ქალები გუიზის დაცხობამდე საჭმლის ჭამას იკრძალავენ. თუ მაინც შეეშალათ და დაარღვიეს, მეორე კვირაში ვალს დაუბრუნებს წესისი დამრღვევი; ისევ არ შეჭამს საჭმელს, გუიზს დააცხობს და შეევედრება ბარბოლს - „მაპატიეო“ | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 36სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ბარბარობაბარბლაშგუიზლემზირლოცვარიტუალი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
ახალი წლის დღეს გამთენიისას ოჯახის მეკვლეები ვინც არიან, ქალი და მამაკ...
მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. ...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
მეორე დღეს, ორშაბათს თçეთნე ფხუ ჰქვია. ამ დღეს ყველაფერი დასარეცხია: ტაბგა - მაგ...
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
ახლა, სამშაბათ დღეს, არის „გულის სამშაბათი“. სალოცავად „გულ“-ში მიდიან ის კაცები...
იმ ღამეს ჯამჭურჭლეულს ყველაფერს გამოხარშავენ და გახეხავენ ქატოთი (გატშუ)....
აღდგომის მერე ერთი კვირა რომ გავა, იმ კვირადღეს ჰქვია დიდი აღდგომა (ხო...
ლიმერიე 15 აგვისტო. ახალი კარგი მოსავლისთვის სახლში გამომცხვარი პურების შეწირვის...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
მოსახლე დაკლავს ხოლმე ან ორ დიდ ტახს, ან ტახს და ვაცს (მამალ თხას), ...
იმ ოჯახში, რომელიც კუბდარებს უცხობს. იქ ხარის გულ–ღვიძლს დასერავენ, დაჭრი...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ფუსნახან ლიძჰენის დღესასწაული, სატრაპეზო სუფრა მსხვერპლშეწირვის შემდგომ ...
ფოტოზე აღბეჭდილია უთენია, ხალხის მსვლელობა სასაფლაოსკენ ...
ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
საბჭოს ხელახალი არჩევნების კამპანია ლათალის თემში ...
ფოტოზე აღბეჭდილია ლატალის ხედი. ზემო სვანეთი ...
ხის ჯამი ...
ფოტოზე აღბეჭდილია ლითკუარის დღე, ამ დღეს ზამთარში, მთის საძოვარზე მწყემსები სწი...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...