| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლამპარობა (ლაჰილი. გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიმპარ (ლაჰილი. გვ.1.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 | |
| შინაარსი: | 20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფლის აღმოსავლეთ მხარეს (იენაშს და ლახუშდს) დაუვლის და მეორე ქვედა მხარეს (მაცხვარიში, კუანჭიანარი) და მოაგროვებენ ოჯახ -ოჯახ ხორცს და ერთ ჯამ ხორბლის თეთრ ფქვილს. ასე დახუნძლულები დაბრუნდებიან ლაჰილში და მეორე დღეს (21/01) დააცხობენ პურებს და ვინც მლოცველი იქნება ის ზედაშეს წაიღებს და ევედრებიან ბარბალ - მèჰíრ თìრინგზელს ვაჟიშვილს. ეს ბედნიერების და ძე შვილის მომცემია და რაც არ უნდა გაჭირებული იყოს სოფელი, ან იქ სალოცავში მყოფი, მაინც ყველა მხიარულობს, ცეკვავს და მღერის. ეს ხდება სამშაბათს ლაჰილში. მუძღვნი მამაკაცი ლატალის ყველა სოფლიდან მიდის. ოჯახიდან მიდის ერთი ან ორი მამაკაცი. ქალები ოჯახიდან ერთი, ლადბაშზე წავა ლამარიაში, ან წმინდა ლოცვას აღავლენენ სახლის შინაში. მერე ჯგèრაგის ტაძარში წაიღებენ ნადბაშუნებს და ის სამი კაცი ლაჰილელი და ტაძრის გასაღების მეპატრონე, აღავლენენ მათთვის ლოცვას. ევედრებიან ბარბალ - მèჰერ თìრინგზელს; -„ გაჩენილი ნეტარი და ბედნიერი ქენი, გასაჩენით გაგვახარე. დღევანდელი ლოცვა გაგვიმარჯვე. როცა ცოლ-ქმარს გოგოები ჰყავს მარტო და ბიჭები არა- წაიღებენ ძღვენს ლაჰილის ჯგèრაგში. ეს ვერძია ზედაშით. სამი კაცია ლაჰილის ჯგèრაგის მავედრებლები (მომზèრი) ერთი შარგიანების გვარიდან და ორი პაკელიანების. თუ დღეობისას კარგი ამინდია - გარეთ გაშლიან სუფრებს და გამართავენ პურობას. თუ ცუდი ამინდია - სახლში გაუშლიან სუფრას. სვამენ სახ-სიგელით. გადარჩენილ სანოვაგეს ეს სამი ოჯახი გაინაწილებენ. გადარჩენილ ზედაშეს კი სახლში წაიღებს მომლოცველი. დღესასწაულისას მღერიან ცეკვავენ. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ლაჰილი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 40სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლაჰილილიმპარირიტუალი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლაჰილი, ზემო სვანეთი)
აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...
მოეტანოს და დაებრუნებინოს თქვენთვის. მზიან–თაფლიანიმც ყოფილიყოს თქვენი...
კერიიდან ნაცარს ამოიღებს ხოლმე და ერთ ადგილას შეინახავს კედელში ჩაშენებ...
ხორცის აღაპი გვჩვევია ორი კვირა. აღაპების კვირეულში ყველა ოჯახს, ყვე...
აღდგომის შაბათ ღამისთვის საფქვავში (ლაშირაქა) ხორბლის მარცვალს დაფქვავენ. ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კა...
კურთხევის ორშაბათის მერე მესამე დღეს არის ტარის ოთხშაბათი (ტარი ჯიმაშ). იმ ...
ლამპრობა – ლიმპარი არის მეისარაბის მეორე დღეს. ლამპრობა ტარდება ს...
არაყს დალევენ იმ დღეს. მოგროვებული ფულის ნაწილის არაყში იხდიან, ნაწილს კ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
გულბანების ზემდგომებად, ზედამხედველებად სხვა თემის კაცებს აყენებენ და ირჩ...
მერე, ხუთშაბათს ისევ ქალების დღეა - „ზურêლìრე ცაìშ, რომლის წესებსაც ისე აღასრულე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლაჰილი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე დაფიქსირებულია ცხვრის შეწირვის ერთ-ერთი წესი- ბეწვის სანთლის ალით მოწვის...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
კერა...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
ფოტოზე აღბეჭდილია ზითანაი ფარჯიანის ოჯახში, ბარბარობის დღისთვის სარიტუალო პურე...
ლატალის თემი, სოფ.იფხი, კოშკის სახურავზე ხეა ამოსული...
ღმერთისთვის შეწირულ ლალცხატის მინდორში შეკრებილი ლატალელები, შესაწირავით აღავლე...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
ფოტოზე გამოსახულია ლატალელთა საძოვრები მთაში, შორს მოჩანს უშბის მთის მასივი ...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...