მეისარაბი (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: მეისარაბი (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): მეისარაბი
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: მესარაბი ყოველთვის შაბათ დღეს ხვდება. წინა დღეს, პარასკევ საღამოს დაკლავენ ხოლმე უღლეშაის. უღლეშაი არის დიდი ტახი ან ბურცაკი (თომირ), არ შეიძლება იყოს ნეზვი ანუ დედა ღორი. იმ ღამეს უღლეშაის არ მოიხმარენ და არც შეალოცავენ. შაბათ დილას გათენებამდე შიგანს გაამზადებენ, შეალოცავენ (ღვიძლს) და გათენებამდე გააქრობენ, რაც მორჩებათ, იმას დაწვავენ. იმიტომ რომ სხვა გარე კაცმა რომ ნახოს ვინმემ, არ შეიძლება! თუკი ღორი არ არის უღლეშაი: ისე ჰყავს ოჯახს დაყენებული სააღაპე საკლავი, მაშინ დაკლავენ მეისარაბის დღეს და მიირთმევენ (შეჭმაენ) ხოლმე აღაპების კვირეულში. ზაგდარელებს ქალდანებს ყველას სჩვეოდათ უღლეშაი; თუმცა ეს არ იყო საყოველთაო ტრადიცია, მაგალითად, სახოაანთ ლევან ნავერიანისთვის. როცა სააღაპე საკლავად დაკლავენ ვერძს (გიცარს) ან თხას, მაშინ შეალოცავენ, შესწირავენ მეისარაბის დღეს მაცხოვარს (მაცხოვრის სახელობის ეკლესიას). უღლეშაი მართებთ ანუ ყოველწლიურად უღლეშაის შეწირვის ტრადიცია აქვთ მხოლოდ ძველ მოსახლეებს, ძველ ოჯახებს, ვისაც ძველებური სახლ–კარი უდგას. ახლებს კი უღლეშაი არ მართებთ, არ აქვთ უღლეშაის შეწირვის ვალდებულება. და ვისაც არა აქვთ ვალდებულება უღლეშაის შეწირვისა, ისინი შაბათ დღეს დაკლავენ ხოლმე ცხვარს, ან თხას, ან ხარს და შესწირავენ, შეალოცავენ ლამპრობის წმინდა გიორგის.
დამატებითი ინფორმაცია:
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: გიცარსთომირმეისარაბიუღლეშაი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ლიფანაალი-ადგომ (გვ.2.)

იქ, იმ ფიჩქთან ხოფანეხ, ბავშვების სული ამ სკამტაბლასთან მოიხსენებენ. მერე ...

...
სიკობ

07/04 სიკçობ 20/04 მეორე დღეს ჰქვია „სიკობ“ იმ დღეს კაცები ერთ - ერთი ოჯახიდან...

...
უფლიშის დღესასწაული (გვ.1.)

უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...

...
დაბრუნების ხუთშაბათი-ნალტახურა ცაშ

ლიფანალის კვირეულის შემდგომ რომ ხუთშაბათი მოვა, ამას ჰქვია დაბრუნების ...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.5.)

ახალი მიცვალებულის ოჯახი დაპატიჟებს ხოლმე მეზობლებს და ნათესავებს. მოიყვან...

...
ბერიკაობა-ყეენობა (აღბალაღრალი) (გვ.3.)

გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...

...
აღდგომის შაბათი (გვ.2.)

კუენჩხის მომტან მოსახლეზე, ოჯახზე ამბობდნენ, რომ ამ მოსახლემ გააკეთ...

...
დიდი ხუთშაბათი (თანფა ცააშ) (გვ.3)

აიღებს კალათას (ცხიკს) და ქვიშობანას შესასრულებლად (ლაქშორალთე ლიზი) წავა....

...
ქაშიათობა

05/04 ქაშçათობ 18/04 მერე, „უფლიშის საფტინ“ - ია და იმართება „ქაშçìთობ“-ა. ორ კ...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

ეკლესიის მინაშენის (ლადბაშის) გარეთ ერთ ადგილას და დაანთებდნენ ვეებრეთელა ...

...
ლამპრობა (გვ.2.)

გულს და სეფისკვერებს საყდარში, ეკლესიაში შესაწირად წაიღებს ის, ვინც ოჯახში ...

...
ლამპრობა

ლამპრობა (ნამპრობ) ამ ღამეს გვჩვეოდა სეფისკვერების დაცხობა: კაცის სულადობ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ქალების ქვევით ვედრება- ჩუბავ ლიმზირ

ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...

...
მოსახსენებელი სუფრები საფლავებზე მარიამობა დღეს

საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...

...
სვანი მონადირე ბათლომ ნავერიანი მულახის თემის სოფ. ჟაბეშიდან

ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...

...
საავადმყოფოდან გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალი

ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...

...
მულახელები

ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...

...
ბეჩოს მყვინვარი

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...

...
მიცვალებულის ნეშტთან მამაკაცების დატირების ერთ-ერთი მომენტი

ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...

...
ხის ჯამი

ხის ჯამი ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს

არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...