| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლითნაღ (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლითნაღილ | |
| ავტორისეული აღწერა: | 27/01 ლითნაღილ 09/02 | |
| შინაარსი: | ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი ან ერთ ბოთლ ან ერთ ყçიყç (ჭურჭელია ერთგვარი) ზედაშს წაიღებს ძღვენად და მიდის თანღი თარინგზელში მის სავედრებლად. ქალები აქ ლადბაშში მიდიან. მიდიან ლახუშდიდან, მაცხუარიშიდან, იენაშიდან, სიდიანარიდან, ლეშუკიდან, იფხიდან თითო ქალი თითო ოჯახიდან. ძველად, წყალგამოღმელი, მხოლოდ სამი ოჯახიღა მიდიოდა, ახლა - ბევრი. ლახუშდელები ამ დღის მასპინძლობას მორიგეობენ. ერთ წელს ორი ოჯახია, მეორე წელს მომდევნო ორი ოჯახი და ასე...მორიგე ოჯახი პარასკევს ჩამოუვლის სოფელს, მოაგროვებს ფქვილს ლემზირებისთვის მწვადს -კუბდარისთვის და კვირა დღეს დაამზადებს. ორშაბათს გამზადებულ ლემზირებს და კუბდარებს ზურგზე აიკიდებენ და ადიან სალოცავში თანღი თìრინგზელში. იქ მლოცველები, გამორჩეული კაცები არიან და მხოლოდ ისინი შედიან ტაძარში ლემზირების აღსავლენად. აქ ევედრებიან ყველა ოჯახის სახელზე მშვიდობას, სვეს და ბარაქას, მამაკაცების დაცვას: - „ თანღი თარინგზელო, მთასა და სახლს შორის მუდამ სვიანი და გამარჯვებული გვამყოფე“ ლახუშდელები ამ დღისთვის საერთო ზვარაკად ხბოს ყიდულობენ. ისინი იქვე შეავედრებენ ზვარაკს, მოდღესასწაულეთა სახელზე და დაკლავენ. აქ წყალი არ არის, ამიტომ თოვლს ადნობენ და მას იყენებენ. ლამარიაშია კათხები და თასები, ყველა სჭირო ჯამ - ჭურჭელი და მათ მოიხმარენ. ლოცვის შემდეგ ტაძრის სუიფში გამართავენ ფერხულებს, იტყვიან საგალობლებს, სამხიარულო-სალაღობოს და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ. ტრაპეზისას სვამენ სახ- სიგელით. ისინი, ვინც ტაძარში არ ადიან, სოფელ ლახუშდის სვიფში აღმართავენ თოვლის კოშკს. მათგან ერთ-ერთს, სალოცავიდან ამ „მშენებლებისთვის“ ჩამოატანინებენ ზედაშეს. ჩამოსული დაალევინებს არაყს და დაიწყებენ სიმღერა-თამაშს ტაძრიდან დაბრუნებულების შემოერთებამდე. მლოცველებიდან იქმნება ჯგუფი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ამ მურყვამის დანგრევა. ეს ჯგუფი თავს მოიყრის ამ კოშკის გასწვრივ ყანაში. ეს ყანები სვიფის ზედა მხერესაა გადაშლილი. ჯგუფი ჯერ ერთ ადგილას მოგროვდება დალევს არაყს. მერე უფრო ახლო კვლავ შეიყრება და ისევ დალევს არაყს. მესამედაც ასე მოიქცევა და, უკვე კარგად შეზარხოშებულები, რაც ძალი და ღონე აქვთ, გამოიქცევიან კოშკისკენ და ცდილობენ მოატეხონ იმ ხეს წვერო, რომელიც ამ თოვლის კოშკს აქვს გულად ჩატნეული. ერთმანეთს ეპაექრება ორი ჯგუფი ამ ორიდან რომელიც დაასწრებს თოვლის კოშკის ხის წვეროს მოტეხვას, ის მხარე რჩება გამარჯვებული. შესაბამისად სოფლის იმ მხარესაა წლის ხვავიც და ბარაქაც, უკეთესი მოსავალი. ამის მერე კვლავ ცეკვა - თამაში, მხიარულება, ფერხულ-საგალობლები იმართება და სრულდება დღესასწაულიც. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ლახუშდი | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 21სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ||
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლახუშდი, ზემო სვანეთი)
გიმუნდი ჰქვია არყის ხის კარგად დაფოთლილ ტოტს, რომელსაც რგოლის, დისკოს ფო...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02 მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ...
ელობ (ელიაობა)- პერპოლაშიდან (პეტრე-პავლობიდან) სამი კვირის შემდეგ მოდის ელობ (...
თუკი ვინმეს სჭირს მუნი (მახეერა), მაშინ დააცხობენ სეფისკვერს. ამ სეფისკვერს...
დღეს გობში (ლალშში „სათესურში“) ჩააწყობენ და ამაში აქვთ ასევე წერექვის...
მერე, შაბათს ისევ ქაშუათობის შაბათი ჰქვია. იმ დღეს რამდენი სტუმარიც სოფელში მოგ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...
თეთნე ფხუ, სიტყვების განმარტებანი დაწერილია ქართლი ანბანით სვანურად. განმარტებულ...
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერ...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
ლალჩას შემდეგ პირველ სამშაბათს ხვდება ხუარსობ. ეს არის საქონლისთვის ლოცვა მუნის ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ლახუშდი, ზემო სვანეთი)
ფოტოზე აღბეჭდილია ზითანაი ფარჯიანის ოჯახში, ბარბარობის დღისთვის სარიტუალო პურე...
ფოტოზე აღბეჭდილია ახალი წლის დილა, მეკვლემ ხართან ერთად მოილოცა წყაროზე და დაბრუ...
ფოტოზე აღბეჭდილია ლითკუარის დღე, ამ დღეს ზამთარში, მთის საძოვარზე მწყემსები სწი...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახის უფროსი მოსალოცი ფიჩქით ხელში, რომელზედაც ალაგია ლემზირი...
ფოტოზე აღბეჭდილია ლატალის ხედი. ზემო სვანეთი ...
საფერხულო ცეკვა ლაჭიშხაშ...
ფუსნახან ლიძჰენის დღესასწაული, სატრაპეზო სუფრა მსხვერპლშეწირვის შემდგომ ...
სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...
ხის ჯამი ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...