ლითნაღილ

დასახელება: ლითნაღილ
დასახელება (ორიგ.): ლითნაღილ
ავტორისეული აღწერა: 27/01 ლითნაღილ 09/02
შინაარსი: ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი ან ერთ ბოთლ ან ერთ ყçიყç (ჭურჭელია ერთგვარი) ზედაშს წაიღებს ძღვენად და მიდის თანღი თარინგზელში მის სავედრებლად. ქალები აქ ლადბაშში მიდიან. მიდიან ლახუშდიდან, მაცხუარიშიდან, იენაშიდან, სიდიანარიდან, ლეშუკიდან, იფხიდან თითო ქალი თითო ოჯახიდან. ძველად, წყალგამოღმელი, მხოლოდ სამი ოჯახიღა მიდიოდა, ახლა - ბევრი. ლახუშდელები ამ დღის მასპინძლობას მორიგეობენ. ერთ წელს ორი ოჯახია, მეორე წელს მომდევნო ორი ოჯახი და ასე...მორიგე ოჯახი პარასკევს ჩამოუვლის სოფელს, მოაგროვებს ფქვილს ლემზირებისთვის მწვადს -კუბდარისთვის და კვირა დღეს დაამზადებს. ორშაბათს გამზადებულ ლემზირებს და კუბდარებს ზურგზე აიკიდებენ და ადიან სალოცავში თანღი თìრინგზელში. იქ მლოცველები, გამორჩეული კაცები არიან და მხოლოდ ისინი შედიან ტაძარში ლემზირების აღსავლენად. აქ ევედრებიან ყველა ოჯახის სახელზე მშვიდობას, სვეს და ბარაქას, მამაკაცების დაცვას: - „ თანღი თარინგზელო, მთასა და სახლს შორის მუდამ სვიანი და გამარჯვებული გვამყოფე“ ლახუშდელები ამ დღისთვის საერთო ზვარაკად ხბოს ყიდულობენ. ისინი იქვე შეავედრებენ ზვარაკს, მოდღესასწაულეთა სახელზე და დაკლავენ. აქ წყალი არ არის, ამიტომ თოვლს ადნობენ და მას იყენებენ. ლამარიაშია კათხები და თასები, ყველა სჭირო ჯამ - ჭურჭელი და მათ მოიხმარენ. ლოცვის შემდეგ ტაძრის სუიფში გამართავენ ფერხულებს, იტყვიან საგალობლებს, სამხიარულო-სალაღობოს და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ. ტრაპეზისას სვამენ სახ- სიგელით. ისინი, ვინც ტაძარში არ ადიან, სოფელ ლახუშდის სვიფში აღმართავენ თოვლის კოშკს. მათგან ერთ-ერთს, სალოცავიდან ამ „მშენებლებისთვის“ ჩამოატანინებენ ზედაშეს. ჩამოსული დაალევინებს არაყს და დაიწყებენ სიმღერა-თამაშს ტაძრიდან დაბრუნებულების შემოერთებამდე. მლოცველებიდან იქმნება ჯგუფი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ამ მურყვამის დანგრევა. ეს ჯგუფი თავს მოიყრის ამ კოშკის გასწვრივ ყანაში. ეს ყანები სვიფის ზედა მხერესაა გადაშლილი. ჯგუფი ჯერ ერთ ადგილას მოგროვდება დალევს არაყს. მერე უფრო ახლო კვლავ შეიყრება და ისევ დალევს არაყს. მესამედაც ასე მოიქცევა და, უკვე კარგად შეზარხოშებულები, რაც ძალი და ღონე აქვთ, გამოიქცევიან კოშკისკენ და ცდილობენ მოატეხონ იმ ხეს წვერო, რომელიც ამ თოვლის კოშკს აქვს გულად ჩატნეული. ერთმანეთს ეპაექრება ორი ჯგუფი ამ ორიდან რომელიც დაასწრებს თოვლის კოშკის ხის წვეროს მოტეხვას, ის მხარე რჩება გამარჯვებული. შესაბამისად სოფლის იმ მხარესაა წლის ხვავიც და ბარაქაც, უკეთესი მოსავალი. ამის მერე კვლავ ცეკვა - თამაში, მხიარულება, ფერხულ-საგალობლები იმართება და სრულდება დღესასწაულიც.
დამატებითი ინფორმაცია:
გვერდები:
  1. ლითნაღ (გვ.1.)
  2. ლითნაღ (გვ.2.)
  3. ლითნაღ (გვ.3.)
თემი: ლატალი,
სოფელი: , ლახუშდი
თეგები: ზედაშელითნაღლოცვარიტუალიყçიყçძღვენიხბო