| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლითნაღ (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლითნაღ (გვ.1.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 27/01 ლითნაღილ 09/02 | |
| შინაარსი: | ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი ან ერთ ბოთლ ან ერთ ყçიყç (ჭურჭელია ერთგვარი) ზედაშს წაიღებს ძღვენად და მიდის თანღი თარინგზელში მის სავედრებლად. ქალები აქ ლადბაშში მიდიან. მიდიან ლახუშდიდან, მაცხუარიშიდან, იენაშიდან, სიდიანარიდან, ლეშუკიდან, იფხიდან თითო ქალი თითო ოჯახიდან. ძველად, წყალგამოღმელი, მხოლოდ სამი ოჯახიღა მიდიოდა, ახლა - ბევრი. ლახუშდელები ამ დღის მასპინძლობას მორიგეობენ. ერთ წელს ორი ოჯახია, მეორე წელს მომდევნო ორი ოჯახი და ასე...მორიგე ოჯახი პარასკევს ჩამოუვლის სოფელს, მოაგროვებს ფქვილს ლემზირებისთვის მწვადს -კუბდარისთვის და კვირა დღეს დაამზადებს. ორშაბათს გამზადებულ ლემზირებს და კუბდარებს ზურგზე აიკიდებენ და ადიან სალოცავში თანღი თìრინგზელში. იქ მლოცველები, გამორჩეული კაცები არიან და მხოლოდ ისინი შედიან ტაძარში ლემზირების აღსავლენად. აქ ევედრებიან ყველა ოჯახის სახელზე მშვიდობას, სვეს და ბარაქას, მამაკაცების დაცვას: - „ თანღი თარინგზელო, მთასა და სახლს შორის მუდამ სვიანი და გამარჯვებული გვამყოფე“ ლახუშდელები ამ დღისთვის საერთო ზვარაკად ხბოს ყიდულობენ. ისინი იქვე შეავედრებენ ზვარაკს, მოდღესასწაულეთა სახელზე და დაკლავენ. აქ წყალი არ არის, ამიტომ თოვლს ადნობენ და მას იყენებენ. ლამარიაშია კათხები და თასები, ყველა სჭირო ჯამ - ჭურჭელი და მათ მოიხმარენ. ლოცვის შემდეგ ტაძრის სუიფში გამართავენ ფერხულებს, იტყვიან საგალობლებს, სამხიარულო-სალაღობოს და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ. ტრაპეზისას სვამენ სახ- სიგელით. ისინი, ვინც ტაძარში არ ადიან, სოფელ ლახუშდის სვიფში აღმართავენ თოვლის კოშკს. მათგან ერთ-ერთს, სალოცავიდან ამ „მშენებლებისთვის“ ჩამოატანინებენ ზედაშეს. ჩამოსული დაალევინებს არაყს და დაიწყებენ სიმღერა-თამაშს ტაძრიდან დაბრუნებულების შემოერთებამდე. მლოცველებიდან იქმნება ჯგუფი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ამ მურყვამის დანგრევა. ეს ჯგუფი თავს მოიყრის ამ კოშკის გასწვრივ ყანაში. ეს ყანები სვიფის ზედა მხერესაა გადაშლილი. ჯგუფი ჯერ ერთ ადგილას მოგროვდება დალევს არაყს. მერე უფრო ახლო კვლავ შეიყრება და ისევ დალევს არაყს. მესამედაც ასე მოიქცევა და, უკვე კარგად შეზარხოშებულები, რაც ძალი და ღონე აქვთ, გამოიქცევიან კოშკისკენ და ცდილობენ მოატეხონ იმ ხეს წვერო, რომელიც ამ თოვლის კოშკს აქვს გულად ჩატნეული. ერთმანეთს ეპაექრება ორი ჯგუფი ამ ორიდან რომელიც დაასწრებს თოვლის კოშკის ხის წვეროს მოტეხვას, ის მხარე რჩება გამარჯვებული. შესაბამისად სოფლის იმ მხარესაა წლის ხვავიც და ბარაქაც, უკეთესი მოსავალი. ამის მერე კვლავ ცეკვა - თამაში, მხიარულება, ფერხულ-საგალობლები იმართება და სრულდება დღესასწაულიც. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 21სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ზედაშელითნაღლოცვარიტუალიყçიყçძღვენიხბო | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
16/04 ზუზა დიკ 29/04 მერე, ოთხშბათს ზუზა დიკ - ია (ზუზა-დიკ) ეს დღე უქმეა ქარის...
ლიკლაურე როცა ოჯახი კალოობას მორჩება, ლიკლაურე ჰქვია. საკლავს დავკლავთ და შევავე...
აიას მერე მეორე კვირადღეს ბაია (ბა) ჰქვია. იმ დღისთვის ქალები ხორბლის ...
ლემზირებს ვაცხობთ და შიგ ვურევთ ახალდაკლული საკლავის ბადექონს. ამა ჰქვი...
ამის მერე პარასკევს, ხოჩა ვებიშს, ლიფკუარია. ამ დღეს თხების მწყემსს კუბდარს დავუ...
მარხვის დამთავრების მერე , ერთი კვირის შემდეგ არის „ტაძრობ“. მაშინ ქორწილის გადა...
ახალი მიცვალებულის ოჯახი დაპატიჟებს ხოლმე მეზობლებს და ნათესავებს. მოიყვან...
თუკი გამოლევისა შეეშინდებათ (ხული ბოლომდე არ დაიწვასო), მაშინ გამოიღებენ ...
ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი...
დღესასწაულთა თავი ბარბლაშია. ბარბალობა დღეს სხვის კარზე დაძახება არ შეიძლება - კ...
კვირა ღამეს „ თაში აღაბ“ ჰქვია. ამ დღეს, დილით, კუბდარებს და ხაჭაპურებს წაუდგამე...
მოეტანოს და დაებრუნებინოს თქვენთვის. მზიან–თაფლიანიმც ყოფილიყოს თქვენი...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
სარიტუალო, ხელებით გადაჭაჯვული საფერხულო ცეკვა , დღესასწაულის მასპინძლის კერიის...
სამეურნეო იარაღი თოხი...
ახალი წლის დილა გუარამ გირგვლიანის ოჯახში, მეკვლე ( მეჭშხი) ულოცავს ოჯახის წევრ...
ფოტოზე აღბეჭდილია უთენია, ხალხის მსვლელობა სასაფლაოსკენ ...
ფოტოზე აღბეჭდილია ზითანაი ფარჯიანის ოჯახში, ბარბარობის დღისთვის სარიტუალო პურე...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...
ლატალის თემი, სოფ.იფხი, კოშკის სახურავზე ხეა ამოსული...
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...