ლიქვრეში (გვ.4.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლიქვრეში (გვ.4.)
დასახელება (ორიგ.): ლიქვრეში
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: მაგიდებს და ტაბლებს. ხალხი დასხდება ყველა, გარდა სუფრის მერიქიფე–მოსამსახურეებისა (მეგნალნქა). უკვე იწყება ხილმე ქეიფი, ლხინი, სიმღერა, ცეკვა, საჭმელ–სასმელი ბლომად არის ტაბლებზე; და გვიან საღამოს დაიშლებიან თანამეინახენი. მერიქიფე–მოსამსახურეები მხოლოდ ამის შემდგომ დასხდებიან ხოლმე და ილხენენ თავდავიწყებამდე (რაც კი შეიძლება, კარგად). ლიქვრეშის დღესასწაულზე წესი არის აგრეთვე ჭაჭის ჩამოტარება უკვე თანამოსუფრეთა დაშლის პერიოდში. ჭაჭი ჰქვია აი ამას: ფიჩქზე ანუ სამფეხა პატარა მაგიდაზე დებენ თავ–ყბას ყველა იმ საკლავისა, რაც ამ დღეს დაკლეს. თავ–ყბა გადახსნილი არ უნდა იყოს. თანაც წესია, რომ ყველაზე დიდ ულუფას კბილებში ჩაუტენიან ხოლმე. ფიჩქზე დებენ ბევრ პურს, კუბდარს, ხაჭაპურს და სხვა საჭმელებს. ამ ფიჩქზე დებენ ასევე ვეებერთელა ორ ყანწს; ყანწებს აავსებენ ორნახადი ძალიან ძლიერი არყით. ფიჩქს ხშირად დადგამენ ხოლმე ან შეშებთან, ან კერიასთან და (ლალსებათექა) სახლის შუაგულში გადმოსწევენ მინავლებულ, მძინარე (მეუჟა) ნაცარ–ტუტას; ამ დროს სახლეულნი, მასპინძელი ოჯახის ასაკოვანი წევრები, როგორც წესი ორნი, ერთი ქალი და მეორე მამაკაცი, ან ორივე მამაკაცი ფიქჩთან იქით–აქედან ჩაიმუხლებენ ხოლმე ცალ ფეხზე. ხელში უჭირავთ სავსე ყანწები, ამას ჰქვია სოლომის კათხა (სოლმა კათხ). ამას შეალოცავენ სოლომს.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი:
სოფელი:
ტერიტორია:
წელი:
მასალა:
ზომები: -
მდგომარეობა:
დაზიანებები:
თეგები:

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()


სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()