| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.5.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ზომხა | |
| ავტორისეული აღწერა: | მასალა ჩაწერილია მულახის თემის სოფელ ჟამუშში. 1946 წელს | |
| შინაარსი: | ლალაშს (გობს) ჩამოიღებს და დადგამს ფიქალზე (ღუმელზე). მერე უკვე მეორედაც აუხნის ხელს ოჯახის წევრებს / ჩაუტარებს ხელის ახსნის (ლიშიაში) რიტუალს; აუხსნის ხელს მთავარ სარიტუალო პურით (ფუსნა მუჟეღით) და თითო სეფისკვერით, იმიტომ რომ ხელცარიელი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ხელის ახსნა, ხელის შენაცვლება (შიმი ლიფუშდე). მერე უკვე გარე მეკვლე მიდის. და ამ სახლში უკვე მოდიან სხვები, ყველანი ისინი, ვისაც სიამოვნებთ ამ ოჯახში მოსვლა და ამ სახლის ხელის ახსნა, ხელის შენაცვლება. ახალი წელი არის დღესასწაულების დასაწყისი, ამიტომ ამ დღეს მხოლოდ დაიბედებენ „დაიმთვარევენ“ (ჟი იდშდოლეხ) მუშაობას, თორემ მუშაობით მაონცადამაინც არავინ არ მუშაობს. ახალი წლის დღესასწაულის გამართვა ბევრ ოჯახს სჩვევია. ამიტომაც საახალწლოდ ყველა ამზადებს საკლავს. ამ საკლავს ჰქვია საახალწლო (ლეზომახ). მოიმარაგებენ არაყს და დაპატიჟებენ სხვა ოჯახებს და ქეიფობენ ახალი წელს, დღისაითაც და ღამითაც. მეორე წელს მეორე მოსახლე გააკეთებს ამგვარადვე. დღესასწაულების მასპინძლობისას წესია, რომ რამდენი კაციც არის ერთ მოსახლესთან, იმდენივე უნდა იყოს მომავალ წელს მეორესთანაც. თუკი რომელიმე კომლი, მოსახლე უფრო მრავალრიცხივანია, მაშინ საგანგებოდ გადაუდებენ მათ ულუფას, მათ წილს. ახალ წელს არც მიცვალებულებისთვის სუფრის კურთხევა გვჩვევია და არც ცხობა. მთავარი სარიტუალო პურის (ფუსნა მუჟეღის) ჭამა ქალებისთვის არ შეიძლება, აკრძალულია! მხოლოდ კაცებისთვის შეიძლება! მთავარ სარიტუალო პურს „ფუსტის წინამძღოლს“ (ფუსნა მუჟეღს) დაჭრიან ლიფანეს კვირეულის (ადგომის) წინა დღეს, როდესაც დაბედებას, დამთვარევებას (ლიდშდოლეს) დაამთავრებენ. მაგრამ დაჭრამდე ჯერ საბძელში თივას და ახოს (უეხს) აუხსნიან ხელს (აშიაშეხ), მერე კი დაანაწილებენ და შეჭამენ. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ჟამუში | |
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | 1946 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | აშიაშეზომხალემზირლოცვანაჭშხუნვარხული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
ლიâდუშის მეორე დღეს, ორშაბათს ლითნაღის ეძახიან. იმ დღეს ძღვენის მიმტანი ადამიანი...
08/09 ლამარია ლიფთგìლ 21/09 მარიამობის მერე, 8 სექტემბერს ლამარიას შობაა. იმ დღ...
22/02 „ლილìშუნე“ 07/03 ხატიცხოვლობიდან პირველი შაბათი დღე არის ლილაშუნე (თე...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კახეთ...
მერე, კვირა დღეს, ფუსდის ხარის დაკვლის დღეა. სოფელი ამ დღისთვის გამოყოფს რვა ...
მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. ...
სათითაოდ დაუყენებენ სამ სეფისკვერს (ტაფ ლემზირს). ამის გარდა აცხობენ ერთ...
ლიგურკე - ყოველთვის 15 ივლისს მოდის. ამ დღეს ყველა ოჯახი საკუთარ სახლში შესაწირ...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
16/01 ნალტახურა ლíთ 29/01 ნალტახურა ლეთ ხუთშაბათსაა. ამ დღეს როგორც ლიფანალისა...
ლილქóრი როცა ფქვას დავამთავრებთ, იმ ღამეს „ლილქურის“ ვიზეიმებთ. ლამარიას ლემზირე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ჟამუში, ზემო სვანეთი)
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...
ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...
ხის ჯამი ...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
მარილის ქვასანაყი ...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...