| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ღერთა ლამპრობია (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ღერთარე ლამპრობ (გვ.1.) | |
| ავტორისეული აღწერა: | 02/02 „ღერთარე ლამპრობ“ 15/2 | |
| შინაარსი: | ახლა, კვირა დღეს, ღერთა ლამპრობია, მაგრამ ის ყოველთვის კვირა დღეს არ ხვდება. მისი დღე ძველით 2 თებერვალია. ამ დღეს ერთი ლამპარი მიგვაქვს ხორბლის ყანაში და მეორე - კალოზე, იქ სადაც მარცვალს ვლეწავთ და ვანიავებთ. მერე ერთ ლამპარს ქალები აიღებენ და დადებენ მას სახლის შესასვლელში, ხოლო მამაკაცები, ჩვენსას, ავიტანთ ტაძარში და იქ ყველა როცა შევიკრიბებით, ანთებული ლამპრებით შემოვუვლით სოფელს. მივალთ ყველა ოჯახში და კართან დავიძახებთ „წელმა მოგახვავა, წელმა მოგახვავა“ და ამ ძახილით შემოვუვლით ოჯახის კერას მარჯვნივ და იქ მყოფ ოჯახის ქალს და ბავშვს ყველას გავმურავთ. ასე შემოვუვლით მთელს სოფელს მარჯვნივ. როცა მოვრჩებით ისევ ავდივართ ტაძარში და ტაძრის ეზოსაც შემოვუვლით მარჯვნივ ფერხულით. ფერხულით ჩამოვალთ სიფში და ამ ფერხულითვე შევალთ ერთ-ერთ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან. იქ ოჯახის უფროსი გამოგვიტანს არაყს და დაგვლოცავს მაგრად. მერე ჩვენ ყველა ამ კაცს და მის ოჯახს დავლოცავთ და ისევ სიფში გავბრუნდებით და იქ სიმღერა, ფერხული და ცეკვა გვაქვს გამართული. ამის მერე ვიწყებთ მამაკაცების ხელში აყვანას, ვინც მოგვესურვება მისას და მაღლა მათ ურას ძახილით აგდებას. ამ კაცებს ამის მერე არაყი მოაქვთ. ისევ დავლოცავთ, დავლევთ და ასე ლხინით სავსენი ვბრუნდებით სახლებში. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა | |
| თემი: | ლატალი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 39სმ × 21სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | კალოლოცვარიტუალიფერხულიღერთარე ლამპრობყანა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
ახალი წლის მეორე დღეს რატომღაც არავის უნდა, არ სურს არც მგზავრობა ...
ბარბალობის კვირეულში სამი დღის განმავლობაში ყველა ჭოლაშელი ქალი მიდის...
ხვალმი ხვდება ლიქვრეშის ხუთშაბათ დღეს (ლიქვრეშის წინა ხუთშაბათს). ამ დღე...
ბადექონს მიიტანენ ერთ რომელიმე ოჯახში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ოჯახ...
გუნუაანთ ჩამეგიანთა ერთ–ერთი წინაპარი (ხოშა) დაჭერილი ყოფილა კ...
მერე, კვირა დღეს ჰქვია ლიâდუში. ამ დღეს გირგვლიანები, სტეფლიანები და თამლიანები ...
დღესასწაულთა თავი ბარბლაშია. ბარბალობა დღეს სხვის კარზე დაძახება არ შეიძლება - კ...
ახლა მეორე დღეს არის ზომხა. დილით ახალგათენებულზე სამი მეეკვლე; ერთი ...
ლიმერიე 15 აგვისტო. ახალი კარგი მოსავლისთვის სახლში გამომცხვარი პურების შეწირვის...
მარხვის დამთავრების მერე , ერთი კვირის შემდეგ არის „ტაძრობ“. მაშინ ქორწილის გადა...
ბაიას მეორე დღესვე, ორშაბათ დღეს ჭინკების, ეშმაკების, კუდიანების კვირეული...
სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
მართკუთხა ფორმის ქაღალდზე შავი ფანქრით ჩახატული ტაბლა ...
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
ფოტოზე ასახულია საახალწლოდ ტყიდან მსხლის ღეროების, თხილის ტოტების კონის მოტანი...
1. მეყვჟაალა — თემის (ლასკარ) რვა რჩეული მამაკაცი, რომელთაც ევალებოდათ სამსხვერპ...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
საბჭოს ხელახალი არჩევნების კამპანია ლათალის თემში ...