| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ხორცის აღაპი (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლეღვი აღაბ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ხარისას შეალოცავენ, შესწირავენ. იმ დღეს საკლავს არ კლავენ. მუშაობა არ შეიძლება. ერთ წილს, ერთ ულუფას შეწვავენ და გავლენ გარეთ, და შეალოცავენ გელოს სახლზე(გელოშხან), ამ დროს ამბობენ: წელს ეს გქონდეს და მომავალ წელს კი ხარის ბეჭს გადააგდებს. (სწორი იქნებოდა: გადაგიგდებ!) ეს დაუწყიათ მას მერე, რაც ერთხელაც ოდესღაც ხორცის აღაპის ღამეს თურმე ერთი ბავშვი ტიროდა. მამას გარეთ გაუგზავნია და სამწუხაროდ, ბავშვი დაკარგულა. ამის მერე არის წესად დამკვიდრებული, მოტანილი გელეს წილი (გელე ლაგაფი). გელო ეს არის გამქრობი ქაჯის მსგავსად. ამისი ძალზედ ეშინიათ სვანებს. ხორცის აღაპის ღამეს სჩვევიათ გარეთ შეძახილები და მრავალჯერადი ყვირილები. გინება სჩვევიათ [ქალებისაც და კაცებისაც]. მაგრამ კამათი და ჩხუბი მაინც არ შეიძლება! ასეთია წესი. იმ ღამეს მამაკაცები ასრულებენ ასეთ რიტუალს: აიღებენ ფიჩქს, სამფეხა პატარა მაგიდას და ცეცხლის ზემოთ დაიჭერენ. როგორც კი ფიჩქი ზეთს და ცხიმს გამოიდენს, მამაკაცი აიღებს თომის (წერექვის) კონას, გადაუსვამს მაგიდას და ამბობს: „ჩემი ცელი ალმასი, ალმასი...“ ეს რიტუალი იციან და სრულდება იმიტომ, რომ თიბვის პერიოდში ცელი, მთავარი იარაღი, იყოს ალმასივით, იყოს ალმასი. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | თომილეღაბლოცვარიტუალისაკლავიჩუბოვ ლიმზირხორცის აღაპი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ლიქვრეშისღამეს ხვდება ასევე ლიღვმესარი. ამ დღეს საქონელს დღის განმავლ...
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
შობის მეორე დღეს არის ქრისტეშობა. ქრისტეშობა დღეს გვჩვევია ასე: ...
ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...
ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...
იმ ოჯახში, რომელიც კუბდარებს უცხობს. იქ ხარის გულ–ღვიძლს დასერავენ, დაჭრი...
23/04 ლიგიერგი ლუფხêშ 06/04 გაზაფხულის გიორგობა ყოველთვის 23 აპრილს (ძვ. სტ) ხ...
ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბე...
მერე გამოვიდოდდა წყლის ნაპირთან. აქ სავსე კარდალაში ან ღობში მღვდელი აკუ...
ამ დღეს არაფერი ჩვევა არ გვაქვს. ამ დღეს თურმე ურიებმა დააღალატეს ქრისტ...
ლიქვრეში ყოველთვის ხვდება შაბათს. მეისარაბის დღეობიდან ლიქვრეშიმდე ერთი კვი...
ზარების ხმას რომ გაიგონებენ, მაშინ ბავშვები, ქალები და მამაკაცები – ყვ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
სცენები აღბალაღრალის დღესასწაულიდან, საქმისაი ფალოსით, ნიღბით, ,,იარაღით" თავის ...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
წმ.ღვია და წმ.მსხალი ფარის თემში. ...
ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...
ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...
ხის ჯამი ...