| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიფანაალი-ადგომ (გვ.3.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიფანაალი-ადგომ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მეორე დღეს არის ნათლისღება, წყალკურთხევა (განცხდაბი). (შდრ. ძველი ქართ. გაცხადება!) იმ დღეს საკლავს კლავს ყველა. იმ დღეს უკვე ხორცსაც და პურს უკურთხებენ (ხოფაანეხ) მიცვალებულებს. იმ დღეს მღვდელი ატარებს წირვას და აკურთხებს წყალს (ლიცი ლიპრისდე). იმ წყალს გაინაწილებენ და შინ წამოიღებენ. იქ მცხობელი იმ წყლით მოზილავს ცომს და დააცხობს ლავაშებად. იმას შეინახავს და დიდმარხვის პერიოდში კვირადღეებში ხემსად ჩაიდებენ ხოლმე პირში. ერთ პატარა სეფისკვერს დააცხობს და იმას ძალიან ბევრ ქიმს, რქას (მიჭუს) გაუკეთებს. იმ სეფისკვერს სათესურს მიაბამენ. მთესველი მერე ყანაში თესვისას თესლში ჩაახეხავს, ამით ხომ თესლი ინათლებაო. ამ სეფისკვერს ჰქვია კირკადუ! მერე დააცხობენ ასევე ნაცრის პურს (ტტა დიარს) და იმასაც დააყრიან საფრთხობელაზე (ანძჟი), იმ მიზნით რომ ყანაში სარეველა ბალახი არ გამოერიოს. ასევე საქონელს, ბუღებს, კერატებს, როდესაც დაკოდავენ, მაშინ დანაკოდ ჭრილობაზეც იმავეს აყრიან. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ადგომილერგიმლიფანალიფიჩქქრისდე ფუსდწელა ლაზბუნა ბანდარწყალკურთხევხული (ულულცახან | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
18/ 01 ჯêნგლობ 31/01 ამ ღამით კოჭლი სულები მოდიან სახლში და როგო...
უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...
07 შუიდ მაისი 20/05 ამ დღეს ხორბლის ყანებში ვიცით ლიდბêში. ნადბêშუნს დააცხობენ...
სავ ნამგომ ურულდ ჰიწნი გულბიშნი რობ ლზგა ლავგუსტ ნაროგ გნწშრ გვარმნი ჟი...
ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...
05/02 ყçილიერე ჯèმêშ 18/02 ყველიერის ოთხშაბათს უწენალებით ლოცვა იციან, გçიზიშია...
ლიხვდიშის დღისთვის ქალები თარგლეზერის ქვაბში ხდიან არაყს. აცხობენ ყველიანებს და...
ლიბლაურე//ლიჩდუში „ლიბლაურე“ ყოველთვის ხვდება მაშინ როცა ხვნა გვაქვს დამთავრებ...
აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრა...
ამ დღეს ზოგი მარხულობს ავადმყოფობაზე. საღამოს აღუვლენენ ხორბლის პურის ლემზირს ხა...
მერე, კვირა დღეს არის „უფლიშ“. ამ დღეს მოლასკრენი ხარებს და ვერძებს კლავენ ლასკა...
ღუეშე ლიმერიე მარიამობის შემდეგი კვირაა, რომლის დროსაც კარგი მოსავლისთვის იწირე...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
გარდაცვლილის სულის მოსახსენიელბელ დღეს მოხარშული ხორცით გაკეთებული საკურთხი ...
ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...
მულახელი ქალი სადღესასწაულო ჩაფრასტებიან სამოსში...
მამაკაცების მიერ გარდაცვლილის დატირების მეორე მომენტი ...
ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...
ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
ქალების ქვევით ვედრების რიტუალი - ჩუბავ ლიმზირ, ჯგირანის სალოცავის შიგნით ...