| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლიფანაალი-ადგომ (გვ.1.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლიფანაალი-ადგომ | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ახალი წლიდან, (ზომხანღო) მეხუთე დღეს არის „ხვდება“ ადგომი. წყალკურთხევის წინა დღეს (ადგომ ლადეღ) ქალები წყალს გადაივლებენ, წყალს ასევე დაასხამენ ყველაფერს, სახლში რაც კი რამ ბარგი და ჯამ–ჭურჭელი არის, გარეცხავენ ყველაფერს – დასაჯდომებს, სკამებს, ვარცლებს და საცერებს და ტაბლებსაც გარეცხავენ. საღამოსკენ ფიქალს გაახურებენ და ბევრ პურს დააცხობენ. ამ პურს სათითაოდ ყველას თითებით ნასვრეტებს უკეთებენ, იმიტომ რომ თითო პური ვერ ხვდებათო მიცვალებულებს, იმდენად ბევრნი არიანო, რომ თითოეულ მათგანს თითისოდენაღა ხვდებათო ცალ–ცალკე, სათითაოდ. ამის შემდგომ ლიფანემდე ახალგარეცხილ ავეჯზე არ ვჯდებით, იმიტომ რომ მიცვალებულებს არ ეკადრებათ სხვის დანაჯდომზე დასხდომა. ცხობას რომ დაამთავრებენ, მერე ტაბლებს შემოიტანენ სახლში და მთელ წრეზე კერიის ირგვლივ გააკეთებენ სუფრებს, ყველგან დებენ ბევრ პურს და კერძს შეჭამანდს (ნააყუნ), სამარხო კერძებს გააკეთებენ და იმას შესატანებლად დადგამენ. ბოთლებით არაყს დადგამენ ტაბლებზე. ცხობისას კერიის ცეცხლში შენთებულია ხული (ულ) იქვე მიადგამენ სკამტაბლას (ფიჩქს), სამფეხა პატარა მაგიდას, ფიჩქზე დებენ პურს, სხვადასხვა ხილს და რძეს. ბავშვებს იქ, | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ადგომბანდარლაზბუნალედგიმლემზირლიფანალიფიჩქწყალკურთხევახული | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ლიქვრეში ყოველთვის ხვდება შაბათს. მეისარაბის დღეობიდან ლიქვრეშიმდე ერთი კვი...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
05/02 ყçილიერე ჯèმêშ 18/02 ყველიერის ოთხშაბათს უწენალებით ლოცვა იციან, გçიზიშია...
13/01 ჯçðდი ჰêმ 26/01 ჯოდი ჰამ ყოველთვის ორშაბათი დღეა. მამლის ყივილზ...
ლიქშორალი ჰქვია მდინარის პირას ქვიშაზე რიტუალებს. აღდგომის ხუთშაბათ დღეს...
მარხვის მეხუთე კვირა არის აია. ეს დღეც უქმეა. ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ახლა, მეორე დღეს, „ლიჯგრი დოშდიშ“ ჰქვია. იმ დღეს ჩავალთ ჯგèრაგში. სასაფლაოებზე ...
აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრაპეზ...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
კარგ ოთხშაბათს შეიძლება გახსნილება. აეს დღე არ არის უქმე. ...
ისგლინჩაალის მერე პირველ კვირადღეს აია (ა) ჰქვია. იმ დღისთვის ხორბლის ფქ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
კერა...
ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...
მიცვალებულის სულის მოსახსენებელი საკურთხი სუფრა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მ...
ყაუ - კერაზე ჩამოსაკიდი კავი ლაფთან - ხარის კუდისგან დამზადებული ბუხრის საწმენდ...
ერთ-ერთი ეპიზოდი აღბალაღრალის დღესასწაულის რიტუალიდან...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...
წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...
ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....
მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...
ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...
ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...
სამიწათმოქმედო იარაღები-გუთანი და გუთნის ნაწილები განმარტებებით ...