| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლითოოდრი (გვ.2.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლითოოდრი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | ლითოოდრი ხვდება პარასკევ დღეს. ამ დღეს მთელი სოფლის ბავშვები შეიკრიბებიან სადმე, სადაც ურჩევნიათ. თან დაიკავებენ დიდ გობს (ლალაშს ) და გამოყვებიან ოჯახ–ოჯახ, კარდაკარ. თითოეულ ოჯახს ლოცავენ ასე: „ღმერთო დალოცე ამ სახლის მოზარდები, ამრავლე ადამიანები და სულდმული, საქონელი“. ლოცვის ტექტს ამბობს ერთი, დანარჩენები კი პასუხობენ: „აამინ!“ ამის მერე, ის ოჯახი, რომელიც დალოცეს, ამ ბავშვებს გამოუტანს ცერცვს, გამომცხვარ პურს, ანდა ფულს, ან ჩირს... ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახები ზოგჯერ მიცვალებულის სულსაც დაალოცვინებენ ბავშვებს. და ამის მერე კიდევ დამატებითაც აძლევენ ბავშვებს საჩუქრებს. ასე შემოივლიან ბავშვები სოფლის ყველა მოსახლეს. საღამოს კი შეიკრიბებიან ერთ რომელიმე ოჯახში, სადაც უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ანდა უკაცრიელ სახლში. იქ ჩაადგამენ მოსახარშად ან ცერცვს ან კარტოფილს. ბავშვები ამ ღამეს ძალიან დიდხანს არიან ერთად, თამშობენ, მღერიან, ცეკვავენ და იქვე ივახშმებენ ხოლმე. გვიანობას დაიშლებიან და წავლენ თავთავიანთ სახლეში. (ეს ბავშვები ასაკით არიან 8 –დან 17 წლამდე). შაბათ საღამოს კვლავ შეიკრიბებიან და პარასკევის საღამოს მსგავსად კვლავ ერთად მოიმზადებენ ვახშამს, მხიარულობენ, ცეკვავენ, მღერიან და გვიან დაიშლებიან ხოლმე. კვირა დღეს ლითოდრის მონაწილე ბავშვებს შეუერთდებიან ასევე ქალიშვილები და ვაჟკაცები (15 –დან 30 წლამდე ასაკისა). ამ დღეს ყველანი შინიდან, საკუთარი სახლიდან მოიტანს და ასე მოაგროვებენ ხოლმე ყველს, ფქვილს და არაყს. არაყს ყიდულობენ ლიკნის სანაცვლოდ. ამა თუ იმ ოჯახს რომ სოფლის ქალიშვილები და ვაჟები შეეწევიან და ხელს შეაშველებენ ან თიბვაში, ან მკაში ამას ჰქვია (ლიკნი). ამ ღამეს გააჩაღებენ ხოლმე მხიარულებას თავდავიწყებამდე და კარგ ვახშამს გაამზადებენ აუცილებლად. მთელი საღამო ახალგაზრდები ხუმრობენ, ოხუნჯობენ და გვიანობას იშლებიან. (ზოგჯერ მოტაცებებიც ხდება ასეთ საღამოებზე (ლიცხუპინაალ). ლითოდრიზე სჩვევიათ ასეთი სიმღერა: „ესა, ესე ძეები და ვაჟები ამრავლე, ამ სახლს ვაჟიანობა ჰქონოდეს, ძეები გაუმრავლდეს“. ყველას უსურვებენ ვაჟების სიმრავლეს და ყველას სახლთან ამ სიმღერას მღერიან. ლითოდრის დღეს წესად გვაქვს საქონლისთვის კუდების ბალანის მოჭრა და მოწესრიგება. მოჭრილ კუდებს ააგდებენ (ლაწდრეეცათე ) მაღლა და ასე იტყვიან ხოლმე: „ამოდენამც გაზრდილიყვნენ“. | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა | |
| თემი: | მულახის თემი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი | |
| წელი: | ||
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 17სმ | |
| მდგომარეობა: | დამაკმაყოფილებელი | |
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლითოოდრილიკნიშესაწირიცეკვა | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
05/02 ყçილიერე ჯèმêშ 18/02 ყველიერის ოთხშაბათს უწენალებით ლოცვა იციან, გçიზიშია...
24/05 ჰèლშა საფტინ 06/04 ალèნგვერის მერე პირველი შაბათი არის ჰèლიში. . იმ კვირაშ...
მოცემულია ტარიჭაბუგვის // taritabűgv// tabgom-ის სახელით ცნობილი, აღდგომის შემდ...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
22/02 „ლილìშუნე“ 07/03 ხატიცხოვლობიდან პირველი შაბათი დღე არის ლილაშუნე (თე...
შუშხვამის დღეს უქმე არ არის. საღამოს ყველა მოსახლიდან ერთი კაცი წავა ...
...
ს. იფხი დავით çოტაშერ ნანსყანი. მეისარობა დღეს, პირველად, ღორის ხორცის ჭამა ჩვენ...
20/01 ლიმპარიშ დეშდი ლêდეღ 02/02 ლიმპარობის ორშაბათს ლაჰილელების ერთი ჯგუფი სოფ...
ჯგერვანის დღის შემდეგ, მზე კარგავს თავის ძალას და ფერმკრთალდება. ამ დღეს, ვისაც ...
სახლისა და საგვარეულოს (საძმოს) მიცვალებულებს, ვისგანაც ჩვენ ოდნავადაც კი ი...
იმ დღეს მუშაობა არ შეიძლება. ხარება დღე ძალიან საპატიო, ძალიან საკრალურ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)
ქალები, ბავშვები და მამაკაცები მულახის თემიდან...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...
ფოტოზე მოცემულია ხიდი მდ. ენგურზე ...
ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...
მარილის ქვასანაყი ...
მარანი...
გარდაცვლილთა სულების მიღება-გამასპინძლება "ლიფანალის" დღეებში...
მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...
ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...
ლიმერიეს დღეს ახალი გარდაცვლილებისთვის საკურთხის გარდა იციან სამოსის მიძღვნაც, რ...
ხის ჯამი ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...