აღდგომის შაბათი (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: აღდგომის შაბათი (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): თამფა საფტინ
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: კუენჩხის მომტან მოსახლეზე, ოჯახზე ამბობდნენ, რომ ამ მოსახლემ გააკეთაო, გადაიხადაო კონჩხობი. ვინც საყდარში იქნებოდა, იმას ყველას დასვამდნენ საყდრის ეზოში. ყველას აძლევდნენ თითო პურს და იმაზე ხორცის დიდ ნაჭერს. ამის გარდა ჩამოატარებდნენ არაყს. ვინც არაყს აიღებდა, ის ყველა, რა თქმა უნდა, შეუნდობდა ახალ მიცვალებულს. თითო კათხას ყველა სვამდა და შეუნდობდა მიცვალებულს. ასე ამბობდნენ: „შენდობამც გქონდეს!“ და ამბობდნენ მიცვალებულის სახელს. შეუნდობდნენ და მერე დაასხამდნენ არაყს („არაყუნას“ კნინ. ფ!). (ჰარყილდს). კონჩხობი გვჩვეოდა მას მერე, როცა სახარება დამთავრდებოდა. სახარების მერე ხალხი ყველა მიდიოდა ხოლმე შინ, სახლებში. ამ დღეს შინ ვიწყებდით ხოხურა თანაფს. ხოხურა თანაფი არის დიდმარხვის მერე პირველ კვირას. ამ დღისთვის აღდგომის გამკეთებელი, მასპინძელი ოჯახი საგანგებოდ ემზადება: საკლავები ჩასუქებული (ლნშყე) ჰყავს, არაყი გამოხადა, ხორბალი და პურის ფქვილი აქვს სახლში. ხოხურა თანაფს სახარებიდან, ეკლესიიდან დაბრუნების მერე საუზმობენ ხოლმე. საუზმეზე გვჩვევია ან ლორი, ან ხაჭაპურები და არაყი და კუჭმაჭი, (ჯურგალ).
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: კორკოტილოცვამიცვალებულიწანდილიხორბალი

ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ლილაშუნე

22/02 „ლილìშუნე“ 07/03 ხატიცხოვლობიდან პირველი შაბათი დღე არის ლილაშუნე (თე...

...
ჯგერავანის დღე (გვ.1)

ჯგერვანის დღის შემდეგ, მზე კარგავს თავის ძალას და ფერმკრთალდება. ამ დღეს, ვისაც ...

...
ლიქვრეში (გვ.2.)

მოსახლე დაკლავს ხოლმე ან ორ დიდ ტახს, ან ტახს და ვაცს (მამალ თხას), ...

...
ლიფანაალი გაცხდაბ (გვ.2.)

ლიფანაალი 06.01 განცხდაბ 19/01 ადგომის მერე მეორე დღეს განცხდაბ ჰქვია. საკლავ...

...
მეისრაბი (გვ.3.)

18/01 მეÎსარაბ 31/01 მეორე დღეს, შაბათს, დილით, ღამე, ერთი საათი რომ იქნება ...

...
ისგლილჩალ (გვ.2.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
ლილააშუნე. თესვის დღეობა (გვ.3.)

თუკი ვინმეს სჭირს მუნი (მახეერა), მაშინ დააცხობენ სეფისკვერს. ამ სეფისკვერს...

...
ხოჩა ვებიშ

ამის მერე პარასკევს, ხოჩა ვებიშს, ლიფკუარია. ამ დღეს თხების მწყემსს კუბდარს დავუ...

...
ჴეობ (გვ.5

ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...

...
ცუდი პარასკევი

ცუდი პარასკევი ჰქვია პარასკევს აღაპების კვირეულში. იმ დღეს რომ არ შეიძ...

...
უფლიშის დღესასწაული (გვ.2.)

უფლიში ლიფხჟìლ გოცობის მერე, როცა დაგვიმთავრდება ლასკარის ხარჯი, ფქვილი და ხარი...

...
ხატისცხოვლობა

ლითოდრიელის მერე ორშაბათ დღეს არის ხატიცხოველი ანუ ხატი ცოცხალი. იმ დღეს...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
მარილის ქვასანაყი

მარილის ქვასანაყი ...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
დიდების რიტუალი გარდაცვლილ სულთა გაცილების დღეს ლიფანალის დასრუებისას

ოჯახების დიდების რიტუალით დავლა სულების წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)....

...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში

სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...

...
მესტიის ხიდი

ფოტოზე მოცემულია მესტიის ხიდი (1927 წელი) ...

...
სულის მოსახსენებელ დღეებში არყის სმა ეზოში მდგარ საერთო სათლიდან

მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
საავადმყოფოდან გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალი

ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...

...
სვანი მონადირე ბათლომ ნავერიანი მულახის თემის სოფ. ჟაბეშიდან

ფოტოზე გამოსახულია მონადირე ბათლომ ნავერიანი, იარაღით და მთაში სასიარულო ჯოხით ...

...
მულახი

ფოტოზე მოცემულია მულახის თემის ტერიტორია...