ისგლილჩალ (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ისგლილჩალ (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ისგლილჩალ
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: ისგლილჩალი ყოველთვის ოთხშაბათ დღეს ხვდება დიდმარხვაში. იმ ღამეს იმდენ გვიზის სეფისკვერს ვაცხობთ, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ამ სეფისკვერებს შიგნით ურევენ ღერღილს, რომელშიც ურევია კანაფის თესლის ფქვილი (ნნიარ ). ამ ღამეს სტუმრის სახლში მოსვლა არ შეიძლება. სტუმარმა, გარედან მოსულმა არ შეიძლება ნახოს გვიზი. ცხობის დამთავრების შემდეგ, სანამ სეფისკვერებს არ შევალოცავთ, და მერე ვიდრე არ გეახლებით, ვიდრე არ შევჭამთ, ვიდრე არ ვიტრაპეზებთ მანამდე სახლში ლაპარაკი არ შეგვიძლია. „ისგლილჩალის ღვთაებავ, ღმერთო, ჩვენი საქონელი დაიფარე და მარცხისა და დაღუპვისთვის არ გაიმეტო“. მერე ჩამოსხდებიან ქალები ძროხების მხარეს, მამაკაცები – ხარების მხარეს, ბავშვები მოზარდ (მეზუ მანგარ ) სულდგმულებთან, საქონლების სასაკვებეებთან (ლადიარალ), თითო სეფისკვერი ყველას ხელში უჭირავს და უხმოდ, ულაპარაკოდ ჭამენ. ამის მერე უკვე შეუძლიათ საუბარი, ლაპარაკი. ამ დღეს სახლში ერთმა ქალმა უნდა იშიმშილოს (ის არ სჩვევიათ ყველა ოჯახში). მხოლოდ ზოგიერთ მოსახლეებს აქვთ ეს წესი და ტრადიცია. ამ დღეს მართებთ ლოცვა ფსორიაზისგან (ხვარხან) დასაცავად. ამ დღეს საქონელსაც აშიმშილებენ, ეს წესს ყველა არ მისდევს. იმ დღეს უქმეა ყველასთვის.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: გუიზდიდმარხვაისგლილჩალლადიარალმეზუ მანგარნნიარსეფისკვერიხვარხან

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
აღდგომა (თანაფ) (გვ.4.)

იქვე მოიყვანენ მღვდელს. მღვდელი რომ აკურთხებს ტაბლებს, კურთხევისთვის აძ...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.)

ახალი წლის დღეს გამთენიისას ოჯახის მეკვლეები ვინც არიან, ქალი და მამაკ...

...
ლილააშუნე. თესვის დღეობა (გვ.3.)

თუკი ვინმეს სჭირს მუნი (მახეერა), მაშინ დააცხობენ სეფისკვერს. ამ სეფისკვერს...

...
ნათლისღება (განცხდაბ) (გვ.1.)

ადგომის (მიცვალებულთა სულების კვირეულის დაწყების) მეორე დღეს არის ნათლი...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.3.)

ეკლესიის მინაშენის (ლადბაშის) გარეთ ერთ ადგილას და დაანთებდნენ ვეებრეთელა ...

...
ჯგერავანის დღე (გვ.1)

ჯგერვანის დღის შემდეგ, მზე კარგავს თავის ძალას და ფერმკრთალდება. ამ დღეს, ვისაც ...

...
ლილაშუნე

იმ დღეს ცარიელა სეფისკვერებს (კუახ ლემზირებს) ვაცხობთ სახნავ–სათესი იარა...

...
შვიდი მაისი

07 შუიდ მაისი 20/05 ამ დღეს ხორბლის ყანებში ვიცით ლიდბêში. ნადბêშუნს დააცხობენ...

...
ლიფანაალი-ადგომ (გვ.1.)

ახალი წლიდან, (ზომხანღო) მეხუთე დღეს არის „ხვდება“ ადგომი. წყალკურთხევი...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.5.)

ახალი მიცვალებულის ოჯახი დაპატიჟებს ხოლმე მეზობლებს და ნათესავებს. მოიყვან...

...
ლეღçმი êღêბ

ამაღამ ღორის ხორცს მოვხარშავთ და ვივახშმებთ. ჭამის შემდეგ, ნავახშმევს ფიჩქს - ს...

...
ბარბარობის დღესასწაული სვანეთში (გვ.1.)

ბარბალობის კვირეულში სამი დღის განმავლობაში ყველა ჭოლაშელი ქალი მიდის...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
დღესასწაული აღბა-ლაღრალ მულახში

აღბა-ლაღრალის დღესასწაული, საქმისაი ფალოსით და ჯოხით...

...
მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს საქალებო ჩირაღდნების გამოთლა არყის ხისგან

ფოტოზე გამოსახულია არყის ხისგან საქალებო ჩირაღდნების -ლამპრების გამოთლა მიცვალებ...

...
საავადმყოფოდან გარდაცვლილის სულის წაყვანის რიტუალი

ბეჩოს საავადმყოფოდან ეცერის თემის გარდაცვლილი მამაკაცის სულის გადაყვანის რიტუა...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს

არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...

...
სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში

სულის მოსახსენებელი სუფრა მიცვალებულის სახლში ...

...
ქალების სალოცავი ჯგირან

ქალების სალოცავი ჯგირან სოფ. ჟამუშში, მულახის საზოგადოება ...

...
ქალების სალოცავი ჯგერან

ბეჩოს თემის ქალების სალოცავი ჯგერან, რომელშიც ინახება ნაყოფიერების (მომტანი) ქვე...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

მღვდელი წლისთავზე აკურთხებს გარდაცვლილი ქალისთვის მიძღვნილ სუფრას...

...
სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავებზე ლამპრობა დღეს

სამამაკაცო ლამპრების დაწვა საფლავზე ლამპრობაზე ...

...
ფარცხი

ფარცხი - მოხვნის შემდეგ მიწის მოსასწორებელი...