ლიფანაალი-ადგომ (გვ.4.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლიფანაალი-ადგომ (გვ.4.)
დასახელება (ორიგ.): ლიფანაალი-ადგომ
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: მოეტანოს და დაებრუნებინოს თქვენთვის. მზიან–თაფლიანიმც ყოფილიყოს თქვენი იმა სოფელი, თქვენი სულეთი. ამ დროს უკვე მამაკაცები აიღებენ ჭიქებს, გადაუწევენ და დაასხამენ არაყს და შეუნდობენ: „შენდობამც გქონდეთ, საბრალოებო, ქრისტე ღმერთიმც შეივედრებდეს თქვენს სასულეთს“. ამის შემდგომ უკვე სანთლებს აიღებენ და ჩააქრობენ. მაგრამ შებერვით არ შეუბერავენ, არ შეიძლება, აკრძალულია (არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომ გაუწმინდურებს რაიმეს პირით შებერვა). თუკი ლიფაანეს დროს სანთელი ჩაქრება, ეს ცუდის ნიშნად მიაჩნიათ. ან თუკი უცაბედად ჭიქა წაიქცევა უნებურად, ისიც არ მოსწონთ ხოლმე: ოჯახში სიკვდილი იცისო. შენდობის თქმის მერე ჭიქებს უკვე მოსვამენ. მერე მიუსხდებიან სუფრას და ივახშმებენ. ნავახშმევს წესია ზრაპრების მოყოლა და არც ცეცხლს და არც კვარს არ ვაქრობთ. წესად გვაქვს ასევე ჭიანურზე დაკვრა, სიამოვნებთ და მოსწონთო სულებს. ამ ღამეს სახლში არც ნაჯახის ხმა არ უნდა გაისმას და არც სკამლოგინზე (ბანდარზე) წამოწვება ვინმე, არც ხმაური შეიძლება. იარაღს საგანგებოდ შეინახავენ. ამ დროს შეშის ჩეხვა და ნაჯახის დარტყმა იმიტომ არა წესი, რომ ეშინიათო სულებს ნაჯახის ხმის. ლიფანალის კვირეულში თოფს და იარაღს იმიტომ ინახავს ყველა, რომ იარაღით მოკლულ მიცვალებულებს ეშინიათო. საერთოდ ლიფანალის კვირეულში წყნარად და მყუდროდ ყოფნაა წესი, რომ სიამოვნებდეთ და მოსწონდეთ სულებს.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ქეთევან მარგიანმა
თემი: მულახის თემი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 17სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ადგომლემზირლოცვაფიჩქწყალკურთხევა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
ამაღლება (გვ.2.)

ერთ გიმუნდს ეკლესიის მინაშენთან, ლადბაშთან დადებს. ამ დიდ ჯოხს, ჭოკს (ლაყუ...

...
ლამპრობა (გვ.1.)

მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ...

...
ლიგურკე. ახანახა (გვ2).

ლიგურკე - ყოველთვის 15 ივლისს მოდის. ამ დღეს ყველა ოჯახი საკუთარ სახლში შესაწირ...

...
ხვალმობა (გვ.1.)

ხვალმობა ყოველთვის ხუთშაბათსაა. დილით, ახალგათენებულზე ადგებიან. პირველად პატარა...

...
ზომხა-ახალი წლის ტრადიციები სვანეთში (გვ.1.)

ახალი წლის ღამეს გვჩვევია ხულის მოტანა სახლში სარკმელების და ფანჯრების ...

...
აღბიერი ტახრე უებიშ

აღბიერში პირველ პარასკევს ჰქვია ტახრე უებიშ. ლალჩადან ლიმპარიმდე ერთი კვირის მან...

...
ლიფანაალი ადგომ (გვ.2.)

ლიფანაალი 0.5.0.1 ადგომ 18. 01 ლიფანალის პირველ დღეს ჰქვია ადგომ. ადგომ ყოველ...

...
ყველიერი (გვ.3.)

იმ ღამეს ჯამჭურჭლეულს ყველაფერს გამოხარშავენ და გახეხავენ ქატოთი (გატშუ)....

...
ნალგიერგი დოშდიშ

გიორგობის მერე პირველი ორშაბათი უქმეა. სახლიდან რაიმეს გატანა გვეკრძალება. დაძახ...

...
ლიჯგრი საფტინ

ლიჯგრი საფტინს არის მიცვალებულთა ხსენება. ლიფანეა ხორცით, პურით და არაყით. ძველა...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.9.)

ზარების ხმას რომ გაიგონებენ, მაშინ ბავშვები, ქალები და მამაკაცები – ყვ...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.1)

ახალი წლის დილას რიჟრაჟზე, გამთენიისას დგებიან მეკვლეები. ამ დროს სახლ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (მულახის თემი, ზემო სვანეთი)


...
მოსავლის ასაღები შრომის იარაღები

ნიჩაბი, ფოცხი, თოხი,ხორბლის სახვეტი ნიჩაბი, მცირე ზომის ხის ურო, ტყავის დასამუშა...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...

...
საფუარის დასაყენებელი ხის კასრი

საფუარის დასაყენებელი ხის კასრი ...

...
ცეცხლის საჩხრეკი ორთითა

ცეცხლის საჩხრეკი ორთითა ...

...
ბეჩოს მყვინვარი

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს მყინვარი ...

...
დეტალი საზამთრო საცხოვრისის, მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან

ფოტოზე მოჩანს მაჩუბის ბაგის ორნამენტირებული ტიხარი...

...
ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი

ხის მორისგან გამოთლილი წყლის ჭურჭელი ...

...
მულახელები

ფოტოზე აღბეჭდილნი არიან მულახელები...

...
ტაბლა კუბოსთან, გარდაცვლილი ქალის საყვარელი ნივთებით ლატალი

მაგიდა გარდაცვლილის თავთან; გარდაცვლილის საყვარელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
დღესასწაული ,,აღბა-ლაღრალი''

ეპიზოდი დღესასწაულიდან აღბა-ლაღრალი, საქმისაი ფალოსით და მისი ამალა...

...
სულის მოსახსენებელ დღეებში არყის სმა ეზოში მდგარ საერთო სათლიდან

მიცვალებულის სულის მოსახსენებლად წლისთავზე (სურვილის მიხედვით) არაყის სმა ეზოში ...