ფუსდის ხარის დაკვლის დღე (გვ.2.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ფუსდის ხარის დაკვლის დღე (გვ.2.)
დასახელება (ორიგ.): ფუსდა âêნი ლიძჰენი
ავტორისეული აღწერა: 13/04 ფუსდა âêნი ლიძჰენი 26/04
შინაარსი: მერე, კვირა დღეს, ფუსდის ხარის დაკვლის დღეა. სოფელი ამ დღისთვის გამოყოფს რვა მამაკაცს. ისინი სოფელს ჩამოივლიან და ვისი ხარიც მოეწონებათ იმას დაავალებენ ამ დღისთვის თავისი ხარის დაკვლას. შესახელების შემდეგ ამ ოჯახს არჩეული ხარის დატვირთვა და მისთვის სამუშაოდ უღლის დადგმა არ შეუძლიათ. ამ ოჯახმავე უნდა გამოკვებოს სოფლის რჩეული ხარი. ამ ოჯახს შემოდგომაზე მთელი სოფელი მოუგროვებს ახალი ხორბლის მარცვალს თითო კარვას და მიუტანენ სახლში. დღესასწაულის დღეს ეს რვა მამაკაცი დილით ადრე მივა ამ ოჯახში და შეუდგებიან ზვარაკის შეწირვის წესის ასრულებას. ხარს შეავედრებენ სოფელ ლატალის მშვიდობისათვის ფუსდ ნêბუìსდიშს (ას) და იქვე დაკლავენ. გამოახცობენ აქვე რვა მამაკაცისთვის კუბდარს, მოუხარშავენ ხორცს, შეწვავენ ღვიძლს. კუბდარს და ღვიძლს, ზედაშესთან ერთად აღავლენენ ისევ ფუსდნსბუასდის სახელზე და სთხოვენ ლატალის მშვიდობას და სიმრავლეს. ამის მერე იწყება ხალხის ამ ოჯახში მოსვლა. მოაქვთ თავიანთ ლასკêრში გამოცხობილი ლემზირები ოჯახის წევრთა რაოდენობის და ლასკარი - ოჯახის რაოდენობის მიხედვით. მოაქვთ ზედაშე, სანთლები და თავ -თავიანთი ოჯახის მშვიდობისთვის აღავლენენ ლიმზირს. ამის დასრულების მერე მოდის სტაროსტა და მოიგროვებს ლემზირებს წასაღებად.
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი:
სოფელი:
ტერიტორია:
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 40სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ზვარაკილემზირილოცვარიტუალიხარი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()


სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში ()