მულახის თემი (მულახის ადმინისტრაციული ერთეული; სვან. მჷლახ) — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს 11 სოფელს: ჭოლაში (თემის ცენტრი), არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში. მულახთან ახლოს მდებარეობს კურორტი თეთნულდი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობდა 1 007 ადამიანი. 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, თემში ცხოვრობს 608 კაცი საიდანაც 318 მამაკაცია, ხოლო 290 ქალი.
წყარო: wikipedia