| ტიპი: | ხელნაწერი | |
|---|---|---|
| დასახელება: | ლითოდრი (გვ.4.) | |
| დასახელება (ორიგ.): | ლითოდრი | |
| ავტორისეული აღწერა: | ||
| შინაარსი: | მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის წინა დღეს, პარასკევ დღეს, მამაკაცები ერთად შეიკრიბებიან ხოლმე მიტოვებულ, ცარიელ, უკაცრიელ სახლში, ქალები კი ცალკე შეიკრიბებიან ასევე უკაცრიელ სახლში. პარასკევ დღესვე მოაგროვებენ ცერცვს და ფქვილს. შეჭამანდად, მისაყოლებელ კერძად მოხარშავენ და შეკაზმავენ ცერცვს, სახლიდან მიაქვთ ასევე გამომცხვარი პური. ამ შეკრებას ჰქვია მასხრობა, შექცევა, გართობა (ლიჯღეევი). შაბათ დღეს, გამთენიისას, მოსახლეების ადგომამდე ახალბედა ბიჭები, ვაჟკაცები დაყვებიან კარდაკარ, კომლიდან კომლამდე და ყველას დალოცავენ, (ლაკურიელას ხაჭიმხ) კვირიას თქმით დაივლიან სოფელს! ამ დროს მლოცველი არის ერთი მამაკაცი, რომელიც ილოცება ასე: „ლითოდრის წმინდა გიორგი, დალოცე ეს ოჯახი“. ყველანი დანარჩენები ერთხმად პასუხობენ, ამბობენ: „ამინ“. მოთავე, დამწყები კვლავ აგრძელებს დალოცვას: „საითაც კი, სადაც კი თესლი, ერთი მარცვალიც კი გადააგდონ, დათესონ, ყველგან ეხაროს და ჯირჯვიანი ყლორტი, ამონაყარი გამოეშვას“. დანარჩენები კვლავაც ერთხმად პასუხობენ: „ამინ!“ მოთავე კვლავაც აგრძელებს დალოცვას: „ ლევანის და მისი ცოლის „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. ის რომ ამას ამბობს, სხვები ყველანი მოთავესთან ერთადვე ამბობენ: „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. და ამდაგვარად, ოჯახში რამდენი სულიც არის, რიგრიგობით ყველას სათითაოდ სიმღერით დალოცავენ. კვირიას თქმით დალოცვას რომ მორჩებიან, (ლიკურიერე ნიშნავს კვირიას თქმით დალოცვას)! ლიკურიერის დასრულების მერე ყველანი ბრუნდებიან იმ სახლში, სადაც მასხარაობა– გართობა (ლიჯღეევე) აქვთ დაგეგმილი. ოჯახები, მოსახლეები თითო პურს ყველანი დაუცხობენ ხოლმე მოლაყფეებს, მომასხრეებს (მუკურიელას). სადილობის დროისთვის მომასხრეები (მეჯღეევა, იგივე ხუმარები) ოჯახებში, მოსახლეებთან გააგზავნიან ხოლმე უმცროსებს. ისინი დაჰყვებიან კარდაკარ (მეზგან ი მეზგან) და თითო პურს ართმევენ და ერთად აგროვებენ. ამ პურებს ზოგს ქალებსაც უწილადებენ ხოლმე. ხუმრობა–მასხრობისას (ლიჯღეევიჟი) ქალები და მამაკაცები ერთმანეთთან მიდი–მოდიან ხოლმე და თავს იქცევენ, ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, ფერხულს უვლიან. (ჭიშხშეხ). ღამით ამ დღეობაზე მამაკაცები ზოგჯერ გამასხარავების მიზნით ფანჯრებიდან თოვლს შეუყრიან ხოლმე ქალებს და ასე აშინებენ. მასხარები (მეჯღეევა) კვირა ღამემდე სამასხარაოდ არიან წასულები. იმ ღამეს დააცხობენ პურებს და ივახშმებენ; ნავახშმევს სახლის პატრონს დალოცავენ და დაიშლებიან ხოლმე და | |
| დამატებითი ინფორმაცია: | ||
| თემი: | იფარი | |
| სოფელი: | ||
| ტერიტორია: | ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი | |
| წელი: | 1930 | |
| მასალა: | ქაღალდი, მელანი | |
| ზომები: | 20სმ × 15სმ | |
| მდგომარეობა: | ||
| დაზიანებები: | ||
| თეგები: | ლითოდრილიკნილოცვაცხენი | |
მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი)
გიორგობის მერე ზუზადამდე (ზუზადამდე) თითქმის ორი კვირაა. იმ დღეს ქარის სა...
დაფქვავს ხოლმე. ამ ფქვილს აღდგომის გვიზი (თანფა გვიზი) ეწოდება. და როცა ...
გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...
მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...
"თეთრი ფხუ ყველიერი ყველიერი (თაში აღაბ) შავი ფხუ ლითოდრი ხატიცხოველი ლილ...
მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...
კოშკი რომელ მხარესაც წაიქცევა, იმ წელს იქაურობა კარგი მოსავლით, კ...
გარე სოფლებიდან მოსულებს განსაკრებული პატივით ცალკე დასვამენ ხოლმე, თანასო...
ძირითადად, მეტწილად ამას მოაყრიან ხოლმე ორშაბათ დღეს, ხუთშაბათს და შაბათ ...
ხატი – სახე ცხოუელი – ცოცხალი ...
აღდგომის მეორე დღეს არის მიცვალებულთა დღე – კურთხევის ორშაბათი. იმ დღეს ...
სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი)
გიორგობის დღესასწაული იფარში, ნაკიფარის ჯგრაგის ეკლესიის ეზო...
ოქტომბრის დღესასწაული იფარის თემში. სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს ლექსს, 1930წ. ...
ეკლესია "ფეხ" სოფ. წვირმში, იფარის საზოგადოება ...
დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...
წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ნაკიფარში, იფარის საზოგადოება ...
ქალქვა (გადმოცემით დედა-შვილი) — შვილიერებისა და მეძუძური დედების მფარველი წმინ...