ლითოდრი (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლითოდრი (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ლითოდრი
ავტორისეული აღწერა:
შინაარსი: მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის წინა დღეს, პარასკევ დღეს, მამაკაცები ერთად შეიკრიბებიან ხოლმე მიტოვებულ, ცარიელ, უკაცრიელ სახლში, ქალები კი ცალკე შეიკრიბებიან ასევე უკაცრიელ სახლში. პარასკევ დღესვე მოაგროვებენ ცერცვს და ფქვილს. შეჭამანდად, მისაყოლებელ კერძად მოხარშავენ და შეკაზმავენ ცერცვს, სახლიდან მიაქვთ ასევე გამომცხვარი პური. ამ შეკრებას ჰქვია მასხრობა, შექცევა, გართობა (ლიჯღეევი). შაბათ დღეს, გამთენიისას, მოსახლეების ადგომამდე ახალბედა ბიჭები, ვაჟკაცები დაყვებიან კარდაკარ, კომლიდან კომლამდე და ყველას დალოცავენ, (ლაკურიელას ხაჭიმხ) კვირიას თქმით დაივლიან სოფელს! ამ დროს მლოცველი არის ერთი მამაკაცი, რომელიც ილოცება ასე: „ლითოდრის წმინდა გიორგი, დალოცე ეს ოჯახი“. ყველანი დანარჩენები ერთხმად პასუხობენ, ამბობენ: „ამინ“. მოთავე, დამწყები კვლავ აგრძელებს დალოცვას: „საითაც კი, სადაც კი თესლი, ერთი მარცვალიც კი გადააგდონ, დათესონ, ყველგან ეხაროს და ჯირჯვიანი ყლორტი, ამონაყარი გამოეშვას“. დანარჩენები კვლავაც ერთხმად პასუხობენ: „ამინ!“ მოთავე კვლავაც აგრძელებს დალოცვას: „ ლევანის და მისი ცოლის „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. ის რომ ამას ამბობს, სხვები ყველანი მოთავესთან ერთადვე ამბობენ: „ჭიშუ, ჭიშუ, ჭიშუ“. და ამდაგვარად, ოჯახში რამდენი სულიც არის, რიგრიგობით ყველას სათითაოდ სიმღერით დალოცავენ. კვირიას თქმით დალოცვას რომ მორჩებიან, (ლიკურიერე ნიშნავს კვირიას თქმით დალოცვას)! ლიკურიერის დასრულების მერე ყველანი ბრუნდებიან იმ სახლში, სადაც მასხარაობა– გართობა (ლიჯღეევე) აქვთ დაგეგმილი. ოჯახები, მოსახლეები თითო პურს ყველანი დაუცხობენ ხოლმე მოლაყფეებს, მომასხრეებს (მუკურიელას). სადილობის დროისთვის მომასხრეები (მეჯღეევა, იგივე ხუმარები) ოჯახებში, მოსახლეებთან გააგზავნიან ხოლმე უმცროსებს. ისინი დაჰყვებიან კარდაკარ (მეზგან ი მეზგან) და თითო პურს ართმევენ და ერთად აგროვებენ. ამ პურებს ზოგს ქალებსაც უწილადებენ ხოლმე. ხუმრობა–მასხრობისას (ლიჯღეევიჟი) ქალები და მამაკაცები ერთმანეთთან მიდი–მოდიან ხოლმე და თავს იქცევენ, ერთობიან, მღერიან, ცეკვავენ, ფერხულს უვლიან. (ჭიშხშეხ). ღამით ამ დღეობაზე მამაკაცები ზოგჯერ გამასხარავების მიზნით ფანჯრებიდან თოვლს შეუყრიან ხოლმე ქალებს და ასე აშინებენ. მასხარები (მეჯღეევა) კვირა ღამემდე სამასხარაოდ არიან წასულები. იმ ღამეს დააცხობენ პურებს და ივახშმებენ; ნავახშმევს სახლის პატრონს დალოცავენ და დაიშლებიან ხოლმე და
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე ქეთევან მარგიანმა
თემი: იფარი
სოფელი: ნაკიფარი
ტერიტორია: ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი
წელი: 1930
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 20სმ × 15სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლითოდრილიკნიშესაწირიცეკვა

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი)


...
დიდი ხუთშაბათი (თანფა ცააშ) (გვ.1)

ჭინკების კვირეულის მერე არის დიდი ხუთშაბათი იგივე აღდგომის ხუთშაბათი (თანფ...

...
აღდგომა (თანაფ) (გვ.10.)

შეალოცავენ და სწირავენ ისინიც გულბანების მსგავსად სამყაროს შემოქმედს (ფუს...

...
ყველიერის დღესასწაული ზემო სვანეთში (გვ.1.)

თეთრი ფხუს ორშაბათიდან კვირა საღამომდე არის ყველიერის კვირა. ყველი...

...
ისგლილჩალ (გვ.2.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
თეთრი ფხუ

ხორცის აღაპის მეორე დღეს ორშაბათ დღეს არის თეთრი ფხუ. იმ დღეს იფარ...

...
შავი ფხუ (გვ.2.)

ხათაბალაა შენი საქმე! როდესაც ამა თუ იმ ოჯახში უწესოდ კამათი, წალაპარაკება...

...
ლითოდრი (გვ.1.)

მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.2.)

გიორგობა 1912 წ. ამ გიორგობას ათას ცხრაას თორმეტ წელს 1912 წ. ერთ დ...

...
ისგლილჩალ (გვ.1.)

ლილაშუნედან ისგლინჩალამდე არის ერთი კვირა და სამი დღე. ისგლინჩაალის დღეს...

...
აღდგომის კვირეული (თანფარელიდრე ) (გვ.1.)

აღდგომის შაბათ დღეს მღვდელი და დიაკონი ოჯახიდან ოჯახში დადიან აღდგომის კვი...

...
ყველიერის დღესასწაული ზემო სვანეთში (გვ.3.)

იმ ღამეს ჯამჭურჭლეულს ყველაფერს გამოხარშავენ და გახეხავენ ქატოთი (გატშუ)....

...
აია

ისგლინჩაალის მერე პირველ კვირადღეს აია (ა) ჰქვია. იმ დღისთვის ხორბლის ფქ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (იფარი, ნაკიფარი, ზემო სვანეთი. სოფელი ბოგრეში და ზეგანი)


...
წვირმის ეკლესია

ეკლესია "ფეხ" სოფ. წვირმში, იფარის საზოგადოება ...

...
ნაკიფარის წმ.გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ნაკიფარში, იფარის საზოგადოება ...

...
დაკრძალვა იფარის თემში

დაკრძალვა იფარის თემში, სოფ. ნაკიფარში.ფოტოზე აღბეჭდილია სოფ. ნაკიფარის ეკლესია,...

...
ოქტომბრის დღესასწაული იფარში

ოქტომბრის დღესასწაული იფარის თემში. სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს ლექსს, 1930წ. ...

...
ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია

გიორგობის დღესასწაული იფარში, ნაკიფარის ჯგრაგის ეკლესიის ეზო...

...
ქალქვა

ქალქვა (გადმოცემით დედა-შვილი) — შვილიერებისა და მეძუძური დედების მფარველი წმინ...