ლიხვდიშის დღისთვის ქალები თარგლეზერის ქვაბში ხდიან არაყს. აცხობენ ყველიანებს და ხორციანებს და გამთენიისას ადიან მთაზე მეზრა თრგლეზერის სალოცავში, ფიჭვნარში.
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათ საღამოს როცა ყველა სახლშია, ბავშვები ადგებიან, ერთი ნაცარს აიღებს და მეორე შეშას, მესამე ასტამს და ასე შემოუვლიან მარჯვნივ კერას
იმ დღეს დილით გვჩვევია: ერთი კაცი ადრე ადგება და გავა ეკლის მოსაჭრელად. დავუვლით ჩვენს ყანებს და ყველგან შუაში თითო ეკლის ტოტს ჩავარჭობთ.
ქალებიც ადგებიან ადრე