ლამპრობა (გვ.4.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლამპრობა (გვ.4.)
დასახელება (ორიგ.): ლიმპარ (გვ.4.)
ავტორისეული აღწერა: 19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02
შინაარსი: 19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02 მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ტაძარში ( ამ წელს მაცხვაარში წავიღებთ, შარშან- თარინგზელში. ლამპარს ავანთებთ კარგად. ამ დროს იტყვიან: -„ჯგრაგო ლიმპარისაო, ლამპრობის კარგი პერიოდი მოგვივლინეო“ლამპრებს ტაძრის ღობის ძგიდეზე დავდებთ აღმოსავლეთით. ქალები არ მიდიხართ ამ დღეს ტაძარში. ამის მერე, აქედან გაგყავს სტუმრები სახლში. წესით იმდენი, რამდენი მომპარიცაა ოჯახში. შინ ჯერ მცირე პურ - მარილს გაუშლიან ტაბლაზე და სმას გააგრძელებენ. სუფრას მერე, თანდათან, კუბდარს, ხაჭაპურს, მოხარშულ ხორცს... მიამატებენ და ახლა უფრო დიდ სუფრას გაშლიან. დიდი სუფრისას პირველად დიდი ღმერთის სასმისს აიღებენ, მერე ფუსდ მèქემ თარინგზელისას, მერე ჯგèრìგისას, მერე - სარçêშს, მერე - საყêნს, მერე - ჭêჭილêრს, დილიდან საღამომდე სუფრასთან სხედან ყველა, სტუმარიც და მასპინძელიც. ლიმპარის დღეობის გადამხდელი ოჯახი ლიმპარი დღეს დაკლავს ვერძს დიდი ღმერთის სახელზე, ან მირსობა დღეს დაკლავს ვაცს. ხოშა ღერთემის ლოცვა მხოლოდ კვირა დღეს შეიძლება. როცა ჯგèრაგის კათხს აიღებენ ადღეგრძელებენ. ჯგèრაგს. კათხა აქვს სამ კაცს ერთად და როცა ისინი მორჩებიან სათქმელს, დალევენ. დალევამდე სხვა სამ კაცს გადაულოცავენ და ახლა ესენი იტყვიან სათქმელს. გადალოცვისას ქუდს მოიხდის ის კაცი, ვისაც სასმისი გადაულოცეს. მერე კათხს მიართმევენ. როცა კაცების რიგი დამთავრდება, გადადიან ქალებზე ლამარიას წყალობის მოსურვებით. სარუაშისას ოთხ კაცს აქვს კათხა ერთად; -„სარუაშის მალდით დალოცვილი ვყოფილიყავით აქ მყოფი ყველა. ყველა ცუდი აგვარიდოს, კარგი მოგვავლინოს. ჩვენ ყველას ღვთის წყალობა“ მერე სააყანისას, ორ კაცს ორ - ორი კათხა აქვთ. ფეხზე უნდა ადგნენ ორივე, ილოცებიან და ამბობენ: „საყანის მადლით დალოცვილიყავით აქ მყოფი ყველა. ამის მომგონს შეუნდოს ღმერთმა, დამლევს მშვიდობა. ამის მერე მკლავები ერთმანეთს უნდა გადააჭდონ ალავერდულად და ისე დალევენ სასმისებს. დალევის მერე ერთ ლუკმა დასაყოლებელს მიართმევენ. ერთი ქალი წინ დგას ხელში თეფშით რაზეც დასაყოლებელი ყველი ან დაჭრილი კვერცხი ულაგია. სასმისის გამოცლამდე გადაულოცავენ ეს ორი თითო თითოზე სხვას და ამის მერე დალევენ მხოლოდ. დალევის მერე დასხდებიან და ადგებიან მეორე ორი ჭაჭილარისას ისევ ორ ორი კაცი აგრძელებს დალევას ოღონდ ამ ჯერზე ისინი მუხლებით დგანან ბალიშზე. ეს ხდება კარის ზღურბლთან. ამ სასმელს ქალი და კაცი სვამს ერთად. დაჩოქილებს წინ დაუდგამენ ექვს ცალ სასმისს - სამს ერთი მიირთმევს სამს - მეორე. თეფშით დაუდებენ მისაყოლებელსაც; იტყვიან „ჭაჭილარის მადლით დალოცვილიყავით აქ მყოფი ყველა, მრავალი დღევანდელი დღე მოგვასწროს ღმერთმა კარგ გუნებაზე. დალევის შემდეგ გადაკოცნიან და გადავლენ თავიანთ ადგილზე. მათ ადგილს მომდევნო ორი დაიკავებს. სუფრის დამთავრებისას, კარზე სასმისს დავახვედრებთ და ვისაც მოუნდება, მასაც დავალევინებთ. მერე მიდიან სახლებში. მეორე დღეს ორშაბათია დილით ადრე პირს დაიბანენ, საქონელს მოუვლიან და ისევ შევლენ მოდღესასწაულე ოჯახში. იქ ისევ სუფრა გაშლილი დახვდებათ, მოხარშულ ხორცს დაამატებენ და ისაუზმებენ. დალევენ პირველ სამ სასმისს ხოშა ღერბეთისას, მèქემ თìრინგზელისას და ჯგèრაგისას. ამის მერე ისევ გაიშლება დიდი სუფრა ხოშა ტაბაგ, დააცხობენ კუბდარებს, დაამატებენ მოხარშულ ხორცს და ისევ ახლიდან იწყება დალევა ; 1. ხოშა ღერბეთ 2. მèქემ თìრინგზელ 3. ჯგèრìგ 4. სარვêშ 5. საყìნ 6. ჭìჭილêრ 7. ლამარია ანუ ისევ ისე ხდება ამ დღესაც ყველაფერი, როგორც ეს იყო ლიმპარის მიშლადაღს
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართუოლ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 40სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლამპარილიმპარირიტუალისაკლავისარუაშიჭიჭილარი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
მიწის ხვრელების ამოყრა

15 მარტს მიწის ხვრელების ამოყრაა. ამ დღესაც უქმეა. ახალ მოტანილ წყალს არ სვამენ...

...
ხარება

ხარება ყოველთვის ოცდახუთ მარტს ხვდება. იმ დღეს უქმეა. მუშაობა არ შეიძლება....

...
ჰჷლიშიერ (გვ.3)

ჰჷლიშიერ - სინნოხსნაბის შემდეგ კვირას სამი დღის ( შაბათი, კვირა, ორშაბათი) აღნიშ...

...
ლალხორის შაბათი

ლალხორის შაბათ დღეს სულები მიდიან ლახორში (საკრებულოში) და იქ მსჯელობე...

...
მარიამობის დღესასწაული (გვ2.)

08/09 ლამარია ლიფთგìლ 21/09 მარიამობის მერე, 8 სექტემბერს ლამარიას შობაა. იმ დღ...

...
ზომხა-ახალი წლის დღესასწაული სვანეთში (გვ.4)

მაშინ ვმუშაობთ. ორ მთვარეზე არ ვმუშაობთ, სამზე ვმუშაობთ, ოთხ მთვარეზ...

...
გაზაფხულის გიორგობა (გვ.10.)

გარე სოფლებიდან მოსულებს განსაკრებული პატივით ცალკე დასვამენ ხოლმე, თანასო...

...
იარნესგა (გვ.2.)

ქრისტეს შობასა და ზომხას შორის პერიოდს ჰქვია ÎêრნეÎსგა. ამ კვირაში უქმეა, მუშა...

...
ჭაბიკი

მერე, ოთხშაბათს, ჭაბგობ ჰქვია. უქმე გვაქვს „ჭაბიკç“ - ის სახელზე. იმ ღამეს ლოცვა...

...
ხუარსობ

ლალჩას შემდეგ პირველ სამშაბათს ხვდება ხუარსობ. ეს არის საქონლისთვის ლოცვა მუნის ...

...
ლითოდრი (გვ.4.)

მიცვალებულის სახლეზე რასაც გაამზადებენ საკურთხს (საჭმელსაც და სამოსსაც), ი...

...
ლიურაში

ლიურაში ერთი, იარნესგაში მარხვით უნდა აღასრულო და მეორე - აღბიერში, ლიმპარის მო...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღეს

არყის ხისგან სამამაკაცო ლამპრების დამზადება მიცვალებულთა სულების მობრძანების დღ...

...
ახალი წლის დილის რიტუალი კერასთან

ფოტოზე აღბეჭდილია საახალწლო რიტუალი კერასთან, სადაც ალაგია სამეკვლეო, სარიტუალო ...

...
კერა

კერა...

...
ქელეხის სუფრა სასაფლაოზე

ქელეხის სუფრა ლატალის თემში, ეზოში სატრაპეზოდ სხედან მამაკაცები, ქალები და ბავშვ...

...
საახალწლო ციკლის დღესასწაული ,,ბემბღუ

ფოტოზე აღბეჭდილია ,,ბემბღუს " რიტუალი, გამომშრალი ხის ტოტზე , საახალწლო ,,ხულ-"...

...
ტაბლა კუბოსთან, გარდაცვლილი ქალის საყვარელი ნივთებით ლატალი

მაგიდა გარდაცვლილის თავთან; გარდაცვლილის საყვარელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ...

...
დღესასწაული სიკუობ ლატალში

ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი ლალცხატის მინდორში, დღეობა სიკობზე, მსხვერპლშეწირვის შ...

...
გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად გარეთ გაშლილი სუფრები...

...
ბეჩოს უღელტეხილი (3375მ)

ფოტოზე მოცემულია ბეჩოს უღელტეხილი...

...
მიცვალებულის ნეშტთან მამაკაცების დატირების ერთ-ერთი მომენტი

ფოტოზე გამოსახულია ლატალის თემის სოფ. იენაშის მკვიდრის ბიაზრუკ წერედიანის დატირ...

...
შრომის იარაღები

შრომის იარაღები საფარცხავი, ნაჯახი, ბარი, წერაქვი ...