ლამპრობა (გვ.1.)

ტიპი: ხელნაწერი
დასახელება: ლამპრობა (გვ.1.)
დასახელება (ორიგ.): ლიმპარი (გვ.1.)
ავტორისეული აღწერა: 19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02
შინაარსი: მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ლიმპარი. ლამპარს ვანთებთ ყველა მამაკაცი და მიგვაქვს ტაძარში ( ამ წელს მაცხვაარში წავიღებთ, შარშან- თარინგზელში. ლამპარს ავანთებთ კარგად. ამ დროს იტყვიან: -„ჯგრაგო ლიმპარისაო, ლამპრობის კარგი პერიოდი მოგვივლინეო“ლამპრებს ტაძრის ღობის ძგიდეზე დავდებთ აღმოსავლეთით. ქალები არ მიდიხართ ამ დღეს ტაძარში. ამის მერე, აქედან გაგყავს სტუმრები სახლში. წესით იმდენი, რამდენი მომპარიცაა ოჯახში. შინ ჯერ მცირე პურ - მარილს გაუშლიან ტაბლაზე და სმას გააგრძელებენ. სუფრას მერე, თანდათან, კუბდარს, ხაჭაპურს, მოხარშულ ხორცს... მიამატებენ და ახლა უფრო დიდ სუფრას გაშლიან. დიდი სუფრისას პირველად დიდი ღმერთის სასმისს აიღებენ, მერე ფუსდ მèქემ თარინგზელისას, მერე ჯგèრìგისას, მერე - სარçêშს, მერე - საყêნს, მერე - ჭêჭილêრს, დილიდან საღამომდე სუფრასთან სხედან ყველა, სტუმარიც და მასპინძელიც. ლიმპარის დღეობის გადამხდელი ოჯახი ლიმპარი დღეს დაკლავს ვერძს დიდი ღმერთის სახელზე, ან მირსობა დღეს დაკლავს ვაცს. ხოშა ღერთემის ლოცვა მხოლოდ კვირა დღეს შეიძლება. როცა ჯგèრაგის კათხს აიღებენ ადღეგრძელებენ. ჯგèრაგს. კათხა აქვს სამ კაცს ერთად და როცა ისინი მორჩებიან სათქმელს, დალევენ. დალევამდე სხვა სამ კაცს გადაულოცავენ და ახლა ესენი იტყვიან სათქმელს. გადალოცვისას ქუდს მოიხდის ის კაცი, ვისაც სასმისი გადაულოცეს. მერე კათხს მიართმევენ. როცა კაცების რიგი დამთავრდება, გადადიან ქალებზე ლამარიას წყალობის მოსურვებით. სარუაშისას ოთხ კაცს აქვს კათხა ერთად; -„სარუაშის მალდით დალოცვილი ვყოფილიყავით აქ მყოფი ყველა. ყველა ცუდი აგვარიდოს, კარგი მოგვავლინოს. ჩვენ ყველას ღვთის წყალობა“ მერე სააყანისას, ორ კაცს ორ - ორი კათხა აქვთ. ფეხზე უნდა ადგნენ ორივე, ილოცებიან და ამბობენ: „საყანის მადლით დალოცვილიყავით აქ მყოფი ყველა. ამის მომგონს შეუნდოს ღმერთმა, დამლევს მშვიდობა. ამის მერე მკლავები ერთმანეთს უნდა გადააჭდონ ალავერდულად და ისე დალევენ სასმისებს. დალევის მერე ერთ ლუკმა დასაყოლებელს მიართმევენ. ერთი ქალი წინ დგას ხელში თეფშით რაზეც დასაყოლებელი ყველი ან დაჭრილი კვერცხი ულაგია. სასმისის გამოცლამდე გადაულოცავენ ეს ორი თითო თითოზე სხვას და ამის მერე დალევენ მხოლოდ. დალევის მერე დასხდებიან და ადგებიან მეორე ორი ჭაჭილარისას ისევ ორ ორი კაცი აგრძელებს დალევას ოღონდ ამ ჯერზე ისინი მუხლებით დგანან ბალიშზე. ეს ხდება კარის ზღურბლთან. ამ სასმელს ქალი და კაცი სვამს ერთად. დაჩოქილებს წინ დაუდგამენ ექვს ცალ სასმისს - სამს ერთი მიირთმევს სამს - მეორე. თეფშით დაუდებენ მისაყოლებელსაც; იტყვიან „ჭაჭილარის მადლით დალოცვილიყავით აქ მყოფი ყველა, მრავალი დღევანდელი დღე მოგვასწროს ღმერთმა კარგ გუნებაზე. დალევის შემდეგ გადაკოცნიან და გადავლენ თავიანთ ადგილზე. მათ ადგილს მომდევნო ორი დაიკავებს. სუფრის დამთავრებისას, კარზე სასმისს დავახვედრებთ და ვისაც მოუნდება, მასაც დავალევინებთ. მერე მიდიან სახლებში. მეორე დღეს ორშაბათია დილით ადრე პირს დაიბანენ, საქონელს მოუვლიან და ისევ შევლენ მოდღესასწაულე ოჯახში. იქ ისევ სუფრა გაშლილი დახვდებათ, მოხარშულ ხორცს დაამატებენ და ისაუზმებენ. დალევენ პირველ სამ სასმისს ხოშა ღერბეთისას, მèქემ თìრინგზელისას და ჯგèრაგისას. ამის მერე ისევ გაიშლება დიდი სუფრა ხოშა ტაბაგ, დააცხობენ კუბდარებს, დაამატებენ მოხარშულ ხორცს და ისევ ახლიდან იწყება დალევა ; 1. ხოშა ღერბეთ 2. მèქემ თìრინგზელ 3. ჯგèრìგ 4. სარვêშ 5. საყìნ 6. ჭìჭილêრ 7. ლამარია ანუ ისევ ისე ხდება ამ დღესაც ყველაფერი, როგორც ეს იყო ლიმპარის მიშლადაღს
დამატებითი ინფორმაცია: ტექსტი სვანურიდან ქართულ ენაზე თარგმნა ნინო წერედიანმა
თემი: ლატალი
სოფელი:
ტერიტორია: ზემო სვანეთი
წელი:
მასალა: ქაღალდი, მელანი
ზომები: 40სმ × 21სმ
მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი
დაზიანებები:
თეგები: ლამპარილიმპარირიტუალისაკლავისარუაშიჭიჭილარი

სხვა გვერდები:


ამავე ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

მსგავსი ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
სინნოხსნაბ (გვ.2)

სინნოხსნაბ - ხადობის შედეგი პირველი შაბათი, რომლიც მიცვალებულის სულის დღედ ითვლ...

...
ნათლისღება განცხდაბ (გვ.3.)

(კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი ეს გვერდი!) ჩვენთან ყვებიან, რომ ლიფა...

...
სეტყვის საწინააღმდეგო დღე

17/04 სკარხალხêნ 30/04 მერე, ხუთშაბათ დღეს სეტყვის საწინააღმდეგოდაა უქმე. მთე...

...
ჯგერავანის დღე (გვ.1)

ჯგერვანის დღის შემდეგ, მზე კარგავს თავის ძალას და ფერმკრთალდება. ამ დღეს, ვისაც ...

...
ლითოდრი (გვ.6.)

ხატი – სახე ცხოუელი – ცოცხალი ...

...
აღდგომის ხუთშაბათი დიდი ხუთშაბათი (გვ.1)

აღდგომის ხუთშაბათს დღისით ვაკეთებთ ხორბლის ფაფას. საღამოს ვიტრაპეზებთ. ტრა...

...
ხადობ (გვ.1)

აღწერილია ხადობის დღეს მუცლის სალოცავი რიტუალის ჩატარების წესები. ხადობის ლამარი...

...
ჴეობ, ლუხორ (გვ.4)

ჴეობ- მოდიოდა ლალხორის შემდეგ კვირას. მთელი სოფლით ხდიდნენ არაყს. ლესკარები აცხ...

...
შავი ფხუ

შავი ფხუს დღეს უყველო სეფისკვერებს აცხობენ და შევალოცავთ ხოლმე თესვა–მ...

...
ლამპრობა (გვ.4.)

19/01 20/01 21/01 ლიმპარი 01/02 02/02 03/02 მეისარაბის მეორე დღეს ჰქვია ...

...
ლითოდრი (გვ.1.)

მეშხე ფხუს მერე არის ლითოდრი. ყოველთვის ლითოდრი ხვდება შაბათს. ლითოდრის ...

...
ლალჩა

კვირას ლალჩა არის. საღამოს ლალყêჯს დავკლავთ. ზოგს (იენაშელებს) გოჭი სჩვევიათ. ამ...

სხვა ტიპის დოკუმენტები, ამავე ადგილიდან:

სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ასევე შექმნილია ამავე ადგილებში (ლატალი, ზემო სვანეთი)


...
მოსახსენებელი სუფრები საფლავებზე მარიამობა დღეს

საკურთხი სუფრები საფლავებზე მარიამობა ( ლიმერიე) დღეს. ...

...
მსხვერპლშეწირვა ფუსნახან ლითუალის დღესასწაულზე

1. მეყვჟაალა — თემის (ლასკარ) რვა რჩეული მამაკაცი, რომელთაც ევალებოდათ სამსხვერპ...

...
ხვამლობის დღესასწაული

ხვამლობის დღესასწაულის დილას ოჯახის უფროსის მიერ ლოცვის აღვლენა და სარიტუალო პურ...

...
მიცვალებულის მოსახსენებელი დღე - ლაგუან

მიცვალებულის მოსახსენებელი დღე ლაგუან, გარდაცვლილის შემოსილი და იარაღასხმული მამ...

...
სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას).

სახლების დიდებით შემოვლა გარდაცვლილ სულთა წასვლის დღეს (ლიფანალის დასრულებისას)...

...
ახალი გარდაცვლილის საფლავზე ტანსცმლის მიტანა, საფლავზე გაშლა და საფლავის კურთხევა

ლიმერიეს დღეს მღვდლის მიერ არყის მიწაზე ლიბაცია და სასაფლაოზე მიტანილი სანოვაგის...

...
წლისთავის სუფრის კურთხევა

წლისთავზე გარდაცვლილი ქალისთვის სუფრის კურთხევა მღვდლის მიერ...

...
ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი

ქვაბში ხორცის ამოსარევი ხის ჯოხი ...

...
ტრაპეზი , დღესასწაული ფუსნახან ლითუალ" ,

ფოტოზე აღბეჭდილია ტრაპეზი შეწირვის რიტუალის შემდგომ დღესასწაულ ფუსნახან ლიძჰენზე...

...
გარდაცვლილის გამოსახულება (ნიშანი) სულის მოსახსენებელ სუფრასთან

გარდაცვლილის გამოსახულება წლისთავის სუფრასთან...

...
მესტიის თემი. სოფელი ლაღამი

ფოტოზე მოცემულია მესტიის თემი. სოფელი ლაღამი ...